Quantcast
Channel: სექსი – PINK.ge
Viewing all 70 articles
Browse latest View live

სექსი ორსულობის დროს – დასაშვებია თუ არა?

$
0
0
ყველა წყვილისთვის ორსულობის პერიოდი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ზოგს საერთოდ არ გამოსდის ინტიმური ურთიერთობები, სხვებისთვის მხოლოდ ჩახუტება და მსუბუქი მოფერებაც საკმარისია, დანარჩენები პირველ ჭინთვამდეც კი აქტიური სექსით არიან დაკავებულები.

ფიქრები ქალებზე, კაცებზე და სისუსტეებზე…

$
0
0
დიდი ხანია ქალები ვცდილობთ დავანგრიოთ კაცური იდეოლოგია, კაცი – როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენელი! იყო დრო, როდესაც ქალებს თავის დემონსტრირების საშუალება არ ეძლეოდათ, მაგრამ დღეს უკვე ქალის სიძლიერის საზომი, მამაკაცის საზომის საპირისპირო მხარეს ამშვენებს. იმისთვის რომ არ ვიყო სუბიექტური და ჩემი აზრები არ მოგახვიოთ, მოდით ეტაპებად გავიაროთ გარკვეული საკითხები. ბავშვობა ჯერ კიდევ ღრმა ბავშობიდან კაცები ამტკიცებენ [...]

ონლაინ მთარგმნელი მამაკაცების ენაზე გამართულად მეტყველებისათვის

$
0
0
ეფექტური კომუნიკაციისთვის საუბარი, უფრო ზუსტად კი, ერთ ენაზე საუბარი რომაა საჭირო, მაგას ჯერ კიდევ გამოქვაბულში მცხოვრები ჩვენი თმაგაბურძგნული და, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ოთხით მოსიარულე წინაპარიც მიხვდა.  მართლაც და, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს ან რამდენად ჭკვიანურად იმეტყველებ, თუ თანამოსაუბრეს შენი ენის ინჩიბინჩი არ გაეგება. აჰა, მოგწერე ეს ლამაზი სიტყვა „ఐ లవ్ యు“. გაიგე რამე? ვერ [...]

მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად

$
0
0
წარმოიდგინე სტანდარტული სიტუაცია: პარასკევი საღამო, შენ, ის და… არა, რომანტიკული ვახშამი და ვარდის ფურცლები კი არა, ტელევიზორი… შენ კი ზიხარ და ფიქრობ: მაინც, როდის მიხვედით აქამდე? რატომ ატარებთ პარასკევ საღამოს უქმად, მოსაწყენად, უკვე ყელში ამოსულ დივანზე? გინდა, ასეთი დღეები სახალისოდ და დაუვიწყარად გადაიქცეს? მაშინ წაიკითხე ჩვენი რჩევები. 88 რამ, რაც მეუღლესთან ერთად შეგიძლია გააკეთო ტელევიზორის [...]

12 ტიპის სექსი, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს [+გამოკითხვა]

$
0
0
როცა მანქანას ყიდულობ, ტესტ დრაივზე რამდენიმე მათგანი უნდა გაატარო, რომ მიხვდე, რომელი გინდა. ზუსტად ასეა ურთიერთობებიც. თუ არ დააგროვე გამოცდილება, არ ნახე რა მოგწონს და რა არა, ძალიან რთულია ჩამოყალიბება და სტაბილური ურთიერთობის ქონა, ინტერესი მაინც თავისას იზამს. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგადად არსებობს კონკრეტული სიტუაციები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს, მანამ სანამ მაგალითად გრძელვადიან ურთიერთობას [...]

ორმაგი ორგაზმის 12 საიდუმლო

$
0
0
ალბათ უკვე იცი, რომ ორგაზმის რამდენიმე სახე არსებობს. თუ არა – ჩვენს სტატიას გადახედე. ამჯერად მინდა გაგიზიარო რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მიაღწიო საუკეთესო ორგაზმს შენს სექსუალურ ცხოვრებაში. ამისთვის “სექსპერტების” სედი ალისონის და ივონ ფალბრაითის რჩევები უნდა გაითვალისწინო და ეცადო არ დაკმაყოფილდე მხოლოდ ვაგინალური, ან მხოლოდ კლიტორული ორგაზმით. მოდი, გავაერთიანოთ და ვნახოთ აქაც მოქმედებს თუ არა [...]

ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!

$
0
0
ყველა ქალის ოცნებაა, რომ ოდესღაც მისი ყოფილი შეყვარებული, ან ქმარი მოვა განადგურებულ მდგომარეობაში (თუ მისი სურვილი იყო დაშორება), შეხედავს თვალებში და ეტყვის: „მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!“ ამ დროს ქალი ვერ ებრძვის ცდუნებას (ავიწყდება რის გამო და ვისი მიზეზით დაშორდნენ)  და თანხმდება ურთერთობის განახლებას. და აი, ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას… და შემდეგ რა ხდება? ისინი კიდევ [...]

“მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო”

$
0
0

Nic-Picks-Your-Most-Romantic-Story1

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ

მკითხველის წერილი:

“შეყვარებული მყავს უკვე 6 თვეა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მასთან. დიდი ხანია ფიზიკური სიახლოვე უნდა თუმცა აქამდე არ ვიყავი მზად. ახლა მეც ძალიან მინდა მასთან სექსი, თუმცა არ ვიცი, საიდან ან როგორ დავიწყო. თანაც მეშინია პირველად უნდა მქონდეს. 19 წლის ვარ და რაღაცები გამიგია და წამიკითხავს, თუმცა იქნებ მირჩიოთ რისი გათვალისწინება ღირს ასეთ შემთხვევაში?”

− ნატა, 19.

 

თქვენ რას ურჩევდით ამ ადამიანს?

 


აკრძალული ხილი – მასტურბაცია სამსახურში

$
0
0

როგორც ჩემმა ერთმა ნაცნობმა თქვა:

“არა, თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც სამსახურში ან&%$ს, ასე რომ ნუ იდარდებთ…”

ალბათ ნებისმიერ თქვენგანს ჰქონია  უსაზღვრო აღგზნება პრემენსტრუალური სინდრომისას. ეს ის პერიოდია, როდესაც მზად ხარ დათანხმდე ყველა შემოთავაზებას და ნებისმიერი  ადამიანი უმალ ფანტაზიებს აღგიძრავს. ზუსტად ასეთ დროს კი არც პარტნიორია გვერდით, არც კარგი შემცვლელი და საერთოდაც სამსახურის ჩახუთულ ოთახში გიწევს ჯდომა.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერავინ მოგვანიჭებს იმაზე მეტ სიამოვნებას, ვიდრე ჩვენ თვითონ.

თურმე ყველაზე ხელსაყრელი ადგილი მასტურბაციისთვის სამსახურში – საპირფარეშოა. გადატიხრული კაბინები იძლევა საშუალებას თავი განმარტოებულად და მეტნაკლებად დაცულად იგრძნო.

scala_archives_10313146621

არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა გათვალისწინებაც კარგი იქნება:

უსაფრთხოება:

“შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ კამერები არ დგას. მოუშვით წყალი, რომ უცაბედად აღმოხდილი ხმა ძალიანაც არ გაჟღერდეს ტუალეტში”, გვირჩევს სტატიის ერთ-ერთი მუზა.

ჰიგიენა:

“აუცილებლად დაიბანეთ ხელები “კაბინკაში” შესვლის წინ და ხელსაწმენდით გააღეთ კაბინის კარი, რადგნა ამ სახელურს მანამდე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოკიდა უხელსაწმენდო ხელი და თქვენ არანაირად არ გსურთ, რომ გადაგედოთ რამე უბედურება”, გვეუბნება სტატიის მეორე მუზა.

კონცენტრაცია:

ამასთანავე თუ თქვენც ისევე იბნევით და კარგავთ კონცენტრაციას, როგორც ამ სტატიის კიდევ ერთი მუზა, გირჩევთ ცოტა ხანი დაიცადოთ სანამ ყველა გავა ტუალეტიდან და შემდეგ სწრაფი მობილიზაციით დაიწყოთ საქმიანობა, ეშხში შესულს უკვე ვეღარაფერი მოგაცდენთ. :))

პოზა:

საპირფარეშოში მასტურბაციისთვის საკმაოდ ბევრი პოზა არსებობს, ზოგიერთი დამჯდარ, ხოლო უმეტესობა მდგარ პოზიციაში.

how-to-use-nuvaring-fig1_tcm1829-290718

დარწმუნებული ვარ ამ სტატიას ბევრი კრიტიკა მოჰყვება, და მაინც თუ თქვენ ახლა სამსახურში კომპიუტერთან ზიხართ, მიმოიხედეთ გარშემო და დაფიქრდით – ვინ არის ამ წუთას ტუალეტში? :)

[სტატია აგებულია რამდენიმე ჩემი ნაცნობი გოგოს გამოცდილებაზე დაყრდნობით და ინსპირაციით]

როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ?

$
0
0

დაუცველი სქესობრივი კავშირი გულისხმობს როგორც მუდმივ პარტნიორთან დაუგეგმავ სექსს, ისე შემთხვევით პარტნიორთან სექსუალურ კავშირს. გარდა ამისა, შემთხვევებს, როდესაც: პრეზერვატივი დაზიანდა, კონტრაცეპტივის გამოყენება დაგავიწყდა, გრაფიკი აგერია, ფუი, ეშმაკს, გაგაუპატიურეს და ა.შ.

რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ ფიქრობს მსგავს არასასურველ, სიტუაციაში აღმოჩენაზე, მაგრამ თუ მაინც შეგემთხვა რამე გაუთვალისწინებელი, როგორც მინიმუმი, იმ საშუალებების შესახებ მაინც უნდა გქონდეს წარმოდგენა, ვენერიული გზით გადამდები დაავადებებისგან ან არასასურველი ორსულობისგან რომ დაგიცავს.

daucveli-seqsi

როგორ დავიზღვიოთ თავი შემთხვევით პარტნიორთან სქესობრივი აქტის შემდეგ ამ გზით გადამდები დაავადებებისაგან?

პირველ რიგში, კარგი იქნება, სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე მოშარდო და სასქესო ორგანოები საგულდაგულოდ დაიბანო ანტიბაქტერიული საპნით.

შემდეგი ეტაპი ანტისეპტიკური ხსნარის, მაგალითად, ბეტადინის გამოყენებაა. საშოში უნდა შეიყვანო და 2-3 წუთის განმავლობაში დაიტოვო 5-10 მლ ხსნარი, უნდა დაიმუშავო შარდსადენი მილის შესასვლელი, სასქესო ორგანოები და მისი ახლომდებარე არეები, ბარძაყების შიდა ზედაპირი. მერე კი, 2 საათის განმავლობაში, თავი შეიკავო მოშარდვისგან.

ზემოაღწერილ პროცედურებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სქესობრივი აქტის შემდეგ 2 საათზე მეტი არაა გასული, ხოლო თუ ამ პერიოდმა უკვე გაიარა, სავალდებულოა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის აბებით (მასზე ალერგიული არ უნდა იყოთ და სჯობს, ექიმმა შეგირჩიოთ). ეს საშუალება დაგიცავთ ისეთი დაავადებებისაგან, როგორებიცა: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, სიფილისი, მიკოპლაზმოზი, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებს ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის: ჰერპესს, პაპილომა ვირუსს, შიდსს.

პროფილაქტიკური მკურნალობის შემდეგ და იმ შემთხვევაშიც, თუ არანაირი მკურნალობა არ ჩაგიტარებია, სქესობრივი კონტაქტიდან 3-4 კვირის შემდეგ აუცილებელია ვენეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება. უფრო ადრე ანალიზების ჩაბარება შედეგს არ იძლევა, რადგან გასული არაა დაავადებების უმეტესობის გამოსამჟღავნებლად საჭირო საინკუბაციო პერიოდი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი აუცილებლად უნდა მიმართო ექიმ-ვენეროლოგს და გაიკეთო ყველა საჭირო ანალიზი. სხვანაირად მშვიდად ვერ იქნები.

daucveli seqsi

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა, თუ დაუცველი სქესობრივი კავშირი გვქონდა?

ერთადერთი საშუალება ამ შემთხვევაში პოსტკოიტალური (კოიტუსის შემდგომი) კონტრაცეპციაა.

ამ საშუალებას სქესობრივი კავშირის დამყარებიდან 3 დღის მანძილზე უნდა მიმართო (უფრო გვიან აზრი არ აქვს), თუმცა რაც მალე იქნება გამოყენებული, მით მეტ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

თავდაცვის მიზნით, უნდა მიიღო ერთდროულად 3 აბი იმ ჰორმონალური კონტრაცეპტივისა, რომლის თითოეულ აბშიც ესტრადიოლის დოზა 0,3 მილიგრამზე ნაკლები არაა. ასეთი კონტრაცეპტივებია, მაგალითად: მარველონი, რიგევიდონი, ჟანინი.

მიღების წინ ყურადღებით გაეცანი ინსტრუქციას (განსაკუთრებით, უკუჩვენებებს და მოხმარების წესებს), მანამდე კი, სასურველია, კონსულტაცია გაიარო სპეციალისტთან – ვაითუ, რამე სწორად ვერ გაიგე. რაც უნდა იყოს, ქიმიურ, მით უმეტეს, ჰორმონალურ პრეპარატებთან „თამაში“ არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ სამაგალითო ჯანმრთელობით არ გამოირჩევი ან სამომავლოდ შვილის გაჩენას გეგმავ.

შენი პირველი ღამე: რჩევები მამაკაცებს!

$
0
0

პირველი ღამე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გილოცავ, თუ შენმა რჩეულმა არჩევანი შენზე შეაჩერა. იმაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დაუშვებელია ქალზე ზეწოლის გზით მისი იძულება გააკეთოს რამე საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. მხოლოდ გეტყვი, რომ იყავი გულწრფელი, დარწმუნდი, რომ მას აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეიძლება და არ შეიძლება მოხდეს. არ შეუქმნა მას უსაფუძვლო ილუზიები და არ ისარგებლო მისი გრძნობებით. აქვე, არც შენ დაგავიწყდეს შეინარჩუნო თავდაჯერებულობა და დაეხმარო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამ საკითხში ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშნველოვანია.

ახლა კი რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თუ გსურს ამ ღამემ და კიდევ მრავალმა პრობლემების გარეშე ჩაიაროს.

pary-sexy--romantic--Love--sex--men--women--kiss--romance--Couple--amor--sensual--kissing--Couples--passion--erotico--sensuel--amore--Paare--erotisch--Romanticos--PARY--Liebe--para--passione--ona-i-on--paar_large_large

თუ ეს ღამე შენთვის არ არის პირველი და პარტნიორთან შედარებით მეტი გამოცდილება გაქვს, ბუნებრივია მისი მოლოდინი, რომ სადავეებს ხელში აიღებ და პროცესის წარმართვას მოახერხებ.

პირველი რაც უნდა გააკეთო: ეცადე განსაკუთრებით თბილი იყო, შეუქმენი პარტნიორს სიმშვიდის, ნდობის განწყობა. აუცილებელია მეტი კოცნა, მშვიდი საუბარი, ეცადე მაქსიმალურად გაახანგრძლივო პრელუდია. დაიმახსოვრე! ამ შემთხვევაში აჩქარებამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.

მოდი, დავუშვებ, რომ შენს პარტნიორს უკვე კარგად იცნობ, ფიზიკური შეხებაც გქონია და იცი რა მოსწონს. გამოიყენე ყველა ბერკეტი მაქსიმალური აღგზნების მისაღწევად. შეგიძლია პრელუდიისთვის ერთად მიიღოთ შხაპი, ეს ჰიგიენურადაც გამართლებულია.

სანამ ინტიმურ ზონებს შეეხები, უბრალოდ მოეფერე, იმოქმედე ეროგენულ ზონებზე. თუ ეს დაგეხმარება, სთხოვე, განიშნოს როდის იქნება მზად.

როცა უშუალოდ პროცესზე გადახვალ, არ გააკეთო კონცენტრირება საკუთარ თავზე. გახსოვდეს, აქ მნიშვნელოვანია სიამოვნება მიანიჭო და თავი კომფორტულად აგრძნობინო მას. ე.წ. საქალწულე აპკის აგებულებასა და ტიპებზე მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლია გადახედო ჩვენს სტატიას. ახლა კი გეტყვი, რომ აპკის დარღვევის ყველაზე ეფექტური მეთოდი სწრაფი და ძლიერი პენეტრაციაა. როცა იგრძნობ, რომ შენი პარტნიორი მზად არის, გადადგი გაბედული ნაბიჯი. გპირდები, თუ იყოყმანებ და ნაზი მოძრაობებით შემოიფარგლები, მას უფრო მეტ ტკივილს მიაყენებ, ამიტომ თამამად!

tumblr_mnfd94A1OL1sp3a2io1_500-7884

შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზა. ზოგიერთ ქალს პოზა “ქალი ზემოდან” ურჩევნია, რადგან მეტად აკონტროლებს სიტუაციას, პენეტრაციის სიღრმეს და სიჩქარეს, თუმცა თუ არ გამოგივიდათ, სცადეთ “ყველა სიტყვა თქვენს ლექსიკონში”.

ყველა ორგანიზმის რეაქცია აპკის გარღვევაზე განსხვავებულია, ასე რომ ნებისმიერი შედეგისთვის მზად უნდა იყო. არ არის გამორიცხული, აპკის გარღვევას თან არ ახლდეს სისხლდენა, ან პირიქით, სისხლდენა ძლიერი იყოს. მთავარია, არ შეშინდე, ნებისმიერი შედეგი ნორმალურია და აუცილებლად გაივლის. არც იმ შემთხვევაში შეშინდე, თუ სისხლდენა მაშინაც განმეორდება, როცა კიდევ ერთხელ ცდით კონტაქტის დამყარებას, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ აპკი ბოლომდე არ არის გარღვეული და ეს შედეგიც მოსალოდნელი და ნორმალურია.

გახსოვდეს, რომ არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირველ ჯერზეც გამოიყენოთ კონდომი. შეარჩიე ჩვეულებრივი (დანამატების და სურნელის გარეშე) კონდომი, სასურველია ლუბრიკანტით, რადგან ეს ბევრად გაგიადვილებს პენეტრაციას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის თავიდან აცილებას არ ცდილობთ, კონდომის გამოყენება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდეც გყოლია სექსუალური პარტნიორი და ბოლო დროს გამოკვლევა არ ჩაგიტარებია. დამერწმუნე, ნამდვილად არ გსურს შენი პარტნიორი სგგდ-ით დააჯილდოვო.

პირველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, ის შეაფასებს შენი პარტნიორის მდგომარეობას და აგიხსნით როდის შეძლებთ სექსუალური ცხოვრების გაგრძელებას.

BDSM პრაქტიკა [გამოკითხვა]

$
0
0

bdsm-heels

ბდსმ (BDSM) – სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული ეროტიული პრაქტიკის ნაირსახეობები. ბდსმ აკრონიმი მოიცავს რამდენიმე ჯგუფს:

ბდ – ბონდაჟი და დისციპლინა

დმ – დომინაცია და მორჩილება

სმ – სადიზმი და მაზოხიზმი (სადომაზოხიზმი)

ბდსმ პრაქტიკა გვხვდება უძველეს სპარტაში ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. ასევე, ბდსმ პრაქტიკის ოთხი სხვადასხვა სახე აღწერილია ინდურ კამა სუტრაში. არსებობს ბდსმ პრაქტიკის სექსუალური პრელუდიის სახით გამოყენების მაგალითები შუა საუკუნეების ისტორიულ ჩანაწერებში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბდსმ, როგორც სექსუალური ქცევის კონკრეტული ფორმა ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის დასაწყისში.

Tomba_Della_Fustigazione

ბდსმ-ის მიმდევრებისთვის ცნობილი პრაქტიკაა ე.წ. Roleplay, ანუ როლების თამაში. როლები შემდეგნაირად იყოფა: დომინანტი – პარტნიორი, რომელიც მართავს და აკონტროლებს აქტივობებს; მორჩილი – პარტნიორი, რომელსაც აკონტროლებენ; ე.წ. “სვიჩები” – ინდივიდები, რომლებიც იცვლიან როლს.

ბდსმ პრაქტიკის მონაწილეებისთვის სიამოვნების მიღების/მინიჭების საშუალებები მრავალფეროვანია, მათ შორის, ტკივილის მიყენება პარტნიორისთვის, ან პარტნიორის მიერ. სქესობრივი კავშირი, ორალური, ანალური თუ ვაგინალური, შესაძლოა იყოს ბდსმ სესიის ნაწილი, თუმცა არა მთავარი. ბდსმ პრაქტიკის მთავარი პრინციპია, რომ მოქმედებები იყოს უსაფრთხო, გაცნობიერებული და შეთანხმებული. ბდსმ-სა და სექსუალურ ძალადობას შორის ნათელი სამართლებრივი და ეთიკური განსხვავებაა.

გამოიყენება შეწყვეტის, ანუ კოდური სიტყვის პრაქტიკა, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული. ერთ-ერთი პარტიორის მიერ კოდური სიტყვის გამოყენება არის “თამაშიდან” გასვლის სიგნალი. გავრცელებული უარყოფის სიტყვები, როგორიცაა “შეწყვიტე”, ან “არა”, კოდურ სიტყვად არ გამოიყენება, ხშირად იყენებენ ფერებს. მაგალითად, “წითელი” ნიშნავს შეწყვეტას შემდგომი გაგრძელების გარეშე, “ყვითელი”-ს მნიშვნელობაა – ეს ჩემთვის მეტისმეტია, “მწვანე” – ყველაფერი რიგზეა.

ბდსმ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები. დამწყებებს შორის პოპულარული ინსტრუმენტებია: მათრახი, ნიღაბი, ხელბორკილები, ვიბრატორები წყვილებისთვის, ვაგინალური ბურთულები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის სამოსი.

გამოცდილი პრაქტიკოსები იყენებენ უფრო რთულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა: ალიკაპი (ბურთიანი, პეპელა, სახის, გასაბერი, სამედიცინო, ლენტის და ა.შ.), ბონდაჟის საწოლი (სკამი, მაგიდა, ბორბალი), ბონდაჟის ხელბორკილი, საყელო, კორსეტი, სფრედერი, მასაჟის მაგიდა, ეროტიული ელექტროსტიმულატორი და ა.შ.

ახლა კი რამდენიმე სიტყვით ბდსმ-ის ჯგუფებზე:

ბონდაჟი და დისციპლინა

bondage-1
ტერმინი “ბონდაჟი” აღწერს ფიზიკური შეკავების პრაქტიკას. კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცთა თითქმის ნახევარი ბონდაჟს ეროტიულად მიიჩნევს. ბონდაჟი მოიცავს: ხელბორკილების გამოყენებას, გავრცელებულია წმ. ენდრიუს ჯვრის და ე.წ. სფრედერის გამოყენება.

ტერმინი “დისციპლინა” ფსიქოლოგიური შეკავების პრაქტიკაა. გამოიყენება წესები და დასჯის მეთოდები რომელიმე პარტნიორის ქცევის კონტროლისთვის. დასჯის მექანიზმი შესაძლოა იყოს ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური დამცირება, ან თავისუფლების შეზღუდვა.

დომინაცია და მორჩილება

tumblr_mjlz8ktGbk1s8typlo1_500

დომინაცია და მორჩილება არის ქცევათა ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ერთი ინდივიდი მეორეზე კონტროლს ამყარებს. დომინაცია/მორჩილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დომინაცია და მონობა. დომინაცია/მორჩილების პრაქტიკა შესაძლოა მოკლე სესიის ნაწილი იყოს, ან ცხოვრების წესი.

სადომაზოხიზმი

tumblr_magjdinq6s1rb7x5ao1_500
სადომაზოხიზმი სადიზმის და მაზოხიზმის გაერთიანებაა. ეროტიულ აქტივობებში სადომაზოხიზმი ფიზიკური და ემოციური ტკივილის გაცვლაა. სადიზმი გულისხმობს სექსუალური სიამოვნების მიღებას ტკივილის მიყენებით, პარტნიორის დამცირებით, ხოლო მაზოხიზმი – ტკივილის მიღებით. ბდსმ-ის სადომაზოხისტური სცენები ზოგჯერ მეტად ექსტრემალურ სახეს იღებს, ვიდრე მისი სხვა ფორმები. სადომაზოხიზმი ბდსმ-ის ერთადერთი ჯგუფია, რომლისთვისაც ტკივილის კომპონენტი მოთხოვნაა.

ბდსმ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოა ტრისკელიონის ფორმა წრეში – ბრუნვადი სამმაგი სიმეტრია. ტყავის სიამაყის დროშა ასევე ბსდმ-ის და ფეტიშის ქვეკულტურის სიმბოლოა. ბდსმ დროშა გამოხატავს რწმენას, რომ ადამიანებს, რომელთა სექსუალური პრეფერენციები მოიცავს ბდსმ პრაქტიკას, იმავე უფლებები აქვთ, რაც ყველა სხვას.

800px-BDSM-rights-flag-Tanos.svg

რამდენიმე მითი ბდსმ-ის შესახებ

მითი 1. ბდსმ კონცენტრირებულია დომინანტ პარტნიორზე, რომელიც ახდენს მორჩილის ექსპლოატაციას

ბდსმ-ის მთავარი პრინციპია ორმხრივი თანხმობა, შესაბამისად, პრაქტიკა არ ემსახურება მხოლოდ ერთი მხარის სიამოვნებას. თითოეული პარტნიორი თავად განსაზღვრავს მოქმედებების მიმართულებას და ირჩევს საკუთარ როლს.

მითი 2. ბდსმ უკავშირდება ფიზიკურ ტკივილს

ბდსმ ყოველთვის არ გულისხმობს ტკივილს. ტკივილი შესაძლოა იყოს ბდსმ პრაქტიკის ნაწილი, თუმცა არა უმთავრესი.

მითი 3. ბდსმ-ის მიმდევრები ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი არიან

აღნიშნული მოსაზრება უარყოფილია მრავალი კვლევით.

მითი 4. ბდსმ განყენებულია ტრადიციული სექსუალური პრაქტიკისგან

ბდსმ პრაქტიკოსების უმეტესი ნაწილი ბდსმ და ტრადიციულ პრაქტიკას კომბინირებულად იყენებენ.

ბდსმ პრაქტიკის აქცენტები გვხვდება კინემატოგრაფიაშიც. ფილმები: “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, “ემანუელი”, “ძირითადი ინსტინქტი”, “ფართოდ დახუჭული თვალებით” და სხვა შეიცავს ბდსმ სცენებს.

სტატისტიკა

ბდსმ მიმდევრების 43% ქალია, 57% – მამაკაცი.
ბდსმ პრაქტიკოსების 68% ჰეტეროსექსუალია, 21% – ბისექსუალი, 4% – ჰომოსექსუალი მამაკაცი, 4% – ჰომოსექსუალი ქალი.
საყურადღებოა, რომ ბდსმ მიმდევრების მხოლოდ 23%-ს არ გააჩნია რელიგია.
ბდსმ პრაქტიკოსთა 70% იმყოფება მონოგამიურ ურთიერთობაში, 38%-ს ჰყავს მუდმივი პარტნიორი, ან დაქორწინებულია, 5% – პოლიგამიურია.
ონლაინ გამოკითხვის მიხედვით, ბდსმ ურთიერთობაში მყოფი ქალების 69%-ს მორჩილის როლი აქვს და მხოლოდ 3%-ია დომინანტი. მამაკაცების 41% დომინანტია, 20% კი მორჩილი.

Note: There is a poll embedded within this post, please visit the site to participate in this post's poll.

რატომ არ ჩქარობენ მამაკაცები ოჯახის შექმნას?

$
0
0

ალბათ აქამდე მრავალჯერ წარმოგიდგენია ის დღე, როცა საბოლოოდ დაუკავშირებ საკუთარ მომავალს საყვარელ მამაკაცს. ალბათ დარწმუნებული ხარ, რომ ეს დღე იქნება ყველაზე ლამაზი შენს ცხოვრებაში! თითქოს კანდიდატიც არსებობს. სიმპათიური, ყურადღებიანი, თბილი ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ… ის არ ჩქარობს ხელის თხოვნას. მოსვენებას არ გაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი. საკუთარ თავში ეძებ მიზეზს, ვერ ხვდები რატომ შეიძლება კაცს არ უნდოდეს ოჯახის შექმნა.

359742

რატომ არ სურთ მამაკაცებს ოჯახის შექმნა?

მიზეზი პირველი

ქალი, როგორც ცნობილია, გამორჩეულია ინტუიციური აზროვნებით. მან იცის, რომ მისი რჩეული არის ის ადამიანი, ვის გვერდითაც სურს გაატაროს დარჩენილი ცხოვრება და ისიც იცის, ვინ არის ეს ადამიანი. მამაკაცთა გარკვეული ტიპი კი, შეიძლება ითქვას, ზედმეტად ღრმად უფიქრდება მომავალს. ის ფიქრობს, შეძლებს თუ არა დააკმაყოფილოს მისი რჩეულის მოთხოვნები ფინანსურად, დაკარგავს თუ არა მისდამი ინტერესს, როგორ მიიღებენ მისი მშობლები ამ ამბავს, მოაკლებს თუ არა ქალი ყურადღებას, როდესაც ბავშვები გაჩნდებიან… ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ბავშვობიდან მშობლები უნერგავენ პასუხისმგებლობის დიდ გრძობას, სიტყვის ფასს. სწორედ ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ ფეხზე დასადგომად, კარიერაში წინსვლის მისაღწევად, სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დგამენ საპასუხისმგებლო ნაბიჯს!

443881

მიზეზი მეორე

როგორც ვიცით, სხვადასხვა ტიპის მამაკაცები არსებობენ და მათ შორის არიან თავისუფლების ზედმეტად მოყვარულებიც. ის კარგად გრძნობს თავს, მეგობრებთან ერთად მშვენიერ დროს ატარებს, ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახის და ამ ყველაფრის შეთანხმება, მისი აზრით, შეუძლებელია და თუ მაინც გაბედავს, ისიც იცის, რომ ვერ ასცდება ყოველდღიურ ჩხუბს, ცრემლს და შეიძლება განქორწინებასაც კი! ის ხვდება, რომ ჯერ კიდევ ვერ დაკმაყოფილდა თავისუფალი და ხმაურიანი ცხოვრებით და სწორედ ამიტომ არ ჩქარობს.

მიზეზი მესამე

გაგიკვირდება და ბანალური სიზარმაცეც შეიძლება გახდეს მიზეზი  გაურკვეველი ვადით გადადებული ქორწილისა. წარმოიდგინე, რამდენი რამაა გასაკეთებელი: ფართის დაჯავშნა და მორთვა, მოსაწვევების შეკვეთა, ნათესავებისა თუ მეგობრების დაპატიჟება, მანქანის დაქირავება, ჩაცმა და კიდევ ძალიან ბევრი რამ. თუ  დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ და ერთადაც ცხოვრობთ, მას კიდევ უფრო ნაკლებად აწუხებს ეს ამბავი, იმითაც კმაყოფილია, რაც გაქვთ.

473020

თუ ეს შემთხვევები გეცნო, დაფიქრდი: მზად ხარ ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ყოველთვის შეაწუხებს არასრულფასოვნების გრძნობა და იფიქრებს, რომ ზედმეტად იჩქარა? ალბათ, ფიქრობ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, მატერიალური ასპექტი თუ სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, და ალბათ, მართალიც ხარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი. ქორწინება შედგება მხოლოდ მაშინ, როცა ამისთვის ორივე მხარე არის მზად. ასე, რომ თუ შენი მამაკაცი დროს ითხოვს და საკმაოდ ლეგიტიმურადაც, იქნებ არ ღირს ხელი შეუშალო, იქნებ სჯობს მხარი დაუჭირო, როგორც ცხოვრების ნამდვილმა პარტნიორმა, რათა ერთად მიხვიდეთ წარმატებამდე?!

თუ გიყვარს და დარწმუნებული ხარ, რომ ერთად ყოფნა ორივეს გსურთ, დაელოდე. ნუ იქნები მომთხოვნი და კატეგორიული. მოვა დრო და ის ამ დიდ ნაბიჯსაც მოულოდნელად  გადადგამს! მაქსიმალური სიამოვნება მიიღე სიყვარულით და დააფასე ის ისეთი, როგორიც არის. ნუ შექმნი მომავალს ხელოვნურად, მიეცი მას უფლება თავად გიპოვოს.

ძალადობრივი ტრადიცია

$
0
0

Capture

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის პირობებში, ჩვეულებრივი მაკრატლით, დანით თუ სამართებლით.

არსებობს ქალთა წინადაცვეთის რამდენიმე ტიპი, დაწყებული მხოლოდ კლიტორის ამოკვეთით და დამთავრებული დიდი და მცირე ბაგეების მოკვეთით და საშოს ხვრელის გადაკეტვით. გოგონას უტოვებენ მცირე ხვრელს შარდისა და მენსტრუალური სისხლის გამოსაყოფად. ოპერაციის შემდეგ 15-დან 40 დღემდე ნაოპერაციებს შეკრული აქვს ფეხები. ეს ხდება იმისთვის, რათა უკეთ მოხდეს შეხორცება. არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა წინადაცვეთილ ქალს იმდენად აქვს შეხორცებული საშოს ხვრელი, რომ შეუძლებელია ვაგინალური სექსუალური კონტაქტის დამყარება. ასეთ შემთხვევაში ის კვლავ საჭიროებს ვაგინალური ხვრელის გახსნის პროცედურას ბავშვის გასაჩენად ან სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად. გაუჩერებელი სისხლდენა და გაუსაძლისი ტკვილი – ასე აღწერს უამრავი წინადაცვეთილი გოგონა ამ ოპერაციას.

the-practice-of-female-genital-mutilation-among-the-rural-malays-in-north-malaysia.article-g05.fs_

წინადაცვეთა ჯანმრთელობისთვის მეტად სარისკოა. მან შესაძლოა გამოიწვიოს: შოკი ტკივილისგან, უწყვეტი სისხლდენა, სეფსისი, შარდის შეკავება, შარდის ორგანოთა ინფექციური დაავადებები, უნაყოფობა, სიკვდილი.

იმ საზოგადოებებში, სადაც ქალთა გენიტალური მუტილაციაა გავრცელებული, მას მიიჩნევენ აუცილებელ პირობად გოგონას ზრდასრული ცხოვრებისა და ქორწინებისთვის მომზადებისთვის. ეს ძალადობრივი ტრადიცია ხშირად არის განპირობებული რწმენით, რომ წინადაცვეთა ხელს უწყობს ქალის ერთგულებას ქმრისადმი, რადგან შევიწროვებული თუ გადაკეტილი საშოს გახსნის ტკვილისა და იმის შიში, რომ ამის შესახებ გაიგებენ, თავს აცილებს მას ქორწინების გარეშე სექსუალურ კონტაქტებს. ასევე მიიჩნევა, რომ გოგონა წინადაცვეთის შემდეგ უფრო ლამაზი და “სუფთაა”, რადგან მოცილებული აქვს სხეულის “ბინძური” ნაწილები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალთა გენიტალური მუტილაცია ეფუძნება მისი სექსუალური ცხოვრების კონტროლის სურვილს.

Female-genital-mutilation

გენიტალური მუტილაცია საერთაშორისო დონეზე აღიარებულია გოგონათა და ქალთა უფლებების უხეშ დარღვევად. ჩვეულება ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობას და წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციის განსაკუთრებულ ფორმას. ის ასევე არის ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ამ ჩვეულებას მაინც მიმართავენ ბევრ ქვეყანაში. დაახლოებით 140 მილიონმა ქალმა აღნიშნული ტრადიციის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა.

2012 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ქალთა გენიტალური მუტილაციის შეწყვეტის შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2010 წლიდან აამოქმედა სტრატეგია, რომელიც კრძალავს პროცედურის ჩატარებას სამედიცინო პერსონალის მიერ. 2003 წელს სტელა ობასანიომ, ნიგერიის პირველმა ლედიმ, 6 თებერვალი ქალთა გენიტალური მუტილაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე გაერომაც აღიარა და 2003 წლიდან მოყოლებული ის ყოველწლიურად აღინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ტრადიცია, ყველა კულტურას აქვს სამარცხვინო წეს-ჩვეულებები, შემორჩენილი რწმენები, რომლებიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანების თავისუფალი არჩევნის უფლებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ 21-ე საუკუნეშიც კი არსებობს ტრადიციები და მათ მიერ გამოწვეული სამარცხვინო პრაქტიკის მაგალითები, რომელიც დაგვაფიქრებს: არის თუ არა ტრადიცია ყოველთვის პატივსაცემი? რატომ კარგავენ ადამიანები კარგის და ცუდის გარჩევის უნარს, როცა საქმე კარგად ნაცად ხერხებს, წეს-ჩვეულებებს ეხება? რატომ უჭირთ დაიცვან ერთმანეთი და მიიღონ გადაწყვეტილება შეწყდეს მსგავსი ტიპის პრაქტიკა?

რა არის ჩვენი სამარცხვინო ტრადიცია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და საკუთარი არჩევნის დაფიქსირება შენ შეგიძლია. მე უბრალოდ გეტყვი, რომ ტრადიცია სამარცხვინო ხდება მაშინ, როცა ის არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – მიიღოს ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ წარმართოს საკუთარი ცხოვრება.

საპირისპირო მუხტები იზიდავს…ურთიერთობაშიც!

$
0
0

რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთად ხართ?! ალბათ გახსოვს ფიზიკის გაკვეთილიდან, საპირისპირო მუხტები ერთმანეთს როგორ იზიდავენ, ასე ხდება ურთიერთობაშიც. ამას ამტკიცებს არა მხოლოდ  ურთიერთობები, არამედ ექსპერტების აზრიც.

სხვა ადამიანში ჩვენ ვეძებთ საკუთარ დანაკლისს. სხვა რაშია საჭირო მეორე ნახევარი, თუ არ მოხდა დაბალანსება?! მსგავსი ურთიერთობებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია.

tumblr_mcv0xaKtCr1rappvdo1_500

რისთვის უნდა იყო მზად, თუ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან იწყებ ურთიერთობას? 

განვიხილოთ სიტუაციები…

დასვენება

მოახლოვდა შაბათ–კვირა და გსურს ბოლომდე დაიხარჯო, გაერთო მეგობრებთან ერთად. მას, შენგან განსხვავებით, სახლში მშვიდად ყოფნა, ფილმის ყურება ან წიგნის კითხვა ურჩევნია. რა ხდება ამ შემთხვევაში?

სახლის და სიმშვიდის მოყვარული იზიდავს ღამის გიჟური ცხოვრების მოყვარულს. თქვენი თანაცხოვრება იქნება ძალიან კომფორტული და სტაბილური, რაც შეეხება დასვენებას, ცალ-ცალკე და სრულიად განსხვავებულად მოგიწევთ ხოლმე. მაგრამ, რაც მთავარია, არ მისცეთ თქვენს დიდ მტერს – უნდობლობას – ურთიერთობის დანგრევის უფლება! არის მეორე ვარიანტიც: თუ მასთან ერთად გსურს დროის გატარება, მაშინ დათმობაზე წასვლა ისწავლე. მეგობრები მოიცდიან!

ინტელექტუალური ბრძოლა

დაამთავრე სკოლა ოქროს მედალზე და აგერ უკვე მეორე დიპლომს იღებ, მას კი ჩვეულებრივი საშუალო განათლება აქვს მიღებული. ან პირიქით, მან დაამთავრა რომელიმე ცნობილი უნივერსიტეტი, ხოლო შენთვის სამსახურეობრივი წინსვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების ისტორია. ლიტერატურული გემოვნებაც რადიკალურად განსხვავებული გაქვთ, არც მუსიკალურ ჟანრში ეწყობით. მშობლები ხომ საერთოდ გაკვირვებულები დატოვე, როდესაც ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთან დაიწყე! მაგრამ მთავარია ურთიერთგაგება გაკავშირებთ, რაც ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს და ბევრად მშვიდი ურთიერთობის გარანტიებს გაძლევს. ნუთუ  ამის მერეც დიდი მნიშვნელობა აქვს მას წაკითხული აქვს, თუ არა  შოპენჰაუერი ორიგინალში?!

ფინანსები

საქართველოში, ჯერჯერობით, მამაკაცებს უკეთესი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ქალებს, მაგრამ რა ხდება როდესაც პირიქითაა? მან იქირავა ჩეხური ბინა, შენ იყიდე ბინა M კვადრატში. მისი ტრანსპორტი სამარშრუტო ტაქსია, შენ ახალი BMW გყავს. სტერეოტიპები დანგრეულია. მამაკაცი ავადმყოფურად რეაგირებს, შენ კი ხაზს უსვამ საკუთარ დამოუკიდებლობას. რა გასაკვირია?! ეს ხომ საკუთარი ძალისხმევით მოიპოვე.

ფსიქოლოგების აზრით, სასურველია ნაკლები დომინირება ურთიერთობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურში ყველა ქუსლს ქვეშ გყავს მომწყვდეული. კარგად დაფიქრდი, როგორი როლი მოგეწონებოდა თანაცხოვრების შემთხვევაში… აგრძნობინე მამაკაცს, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის.

როგორ შეათავსო შეუთავსებადი?

ხანდახან შეგიძლია, მეწყვილე გადმოიყვანო შენს ტალღაზე. ეს თავისთავადაც ხდება ხოლმე, მთავარია რამდენად მყარია კონკრეტული თვისება და გატაცება მასში.

ამგვარ ურთიერთობას თავისი დადებითი მხარეც აქვს. შენ გიწევს იმის მოსმენა და ატანა, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდა, ეჩვევი კომპრომისზე წასვლას. ეს წესი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობ. ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ შეთავსება შეუთავსებადისა, სავსებით  შესაძლებელია, როდესაც ეს ორივე მხარეს უნდა!

მეცნიერების აზრით, არ არის აუცილებელი ადამიანები ერთნაირი თვისებებით და აზროვნებით გამოირჩეოდნენ, იმისთვის რომ ურთიერთობა შეათავსონ. ამ დასკვნამდე ისინი მიიყვანა დაკვირვებამ, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო სანამ დაიწყებ ურთიერთობას.

ცდისპირებს აჩვენეს 10–წუთიანი ამოჭრილი ვიდეო რგოლი, სადაც ნაჩვენები იყო სხვა და სხვა ენაზე მოსაუბრე წყვილების ურთიერთობები. ვიდეო რგოლის ყურების შემდგომ, ცდისპირს უნდა გამოეცნო, იყვნენ თუ არა ნაჩვენები მსახიობები დაინტერესებული ერთმანეთით. უმეტესობამ სწორი დასკვნა გამოიტანა (დადებითი პასუხი დააფიქსირა) და თავი გაართვა დავალებას. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიყვარულის ენა არ არის სიტყვა, არამედ სხეული, რომელიც ამასთანავე უნივერსალურია.

ასე რომ, თუ შენი და შენი პარტნიორის შეხედულებები ოჯახზე, ურთიერთობაზე და სექსზე სრულიად განსხვავებულია, შეგიძლიათ იცხოვროთ მშვიდად, თუ მოინდომებთ, რადგან თქვენი სიყვარული ყველაფერს შეთავსებადს გახდის!


3 საუკეთესო პოზა ორგაზმის მისაღწევად

$
0
0

Screen Shot 2013-09-10 at 2.24.42 PM

ალბათ, გსმენია ორმაგი ორგაზმის არსებობის შესახებ. თუ არა – მოკლედ გეტყვი, წარმოიდგინე შეგრძნებები, რომლებიც ერთდროულად ვაგინალურ და კლიტორულ ორგაზმს სდევს თან. თუმცა წარმოდგენა ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად უნდა სცადო!

პოზა “რვიანი”

ინსტრუქციები:

cos-figure-eight-sp-mdn

დაწექი ზურგზე და წელს ქვემოთ ბალიში მოათავსე, ოდნავ მოხარე ფეხები და სხეული მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადე შენი პარტნიორისთვის, როგორც სურათზეა ნაჩვენები. სთხოვე ხელებს დაეყრდნოს და დაიწყოს ნელი, ღრმა მოძრაობით. მნიშვნელოვანია, რომ წელსქვემოთ მთელი სხეულით გეხებოდეს. აქვე, პოზის სახელწოდებასაც განგიმარტავ, რადგან ეს პოზიციონირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. შედეგის მისაღწევად, აუცილებელია მამაკაცმა გამოიყენოს რვიანის ფორმის მოძრაობები. ახსნა რომ გაგიადვილდეს, უთხარი, წარმოიდგინოს, თითქოს პენისით ვერტიკალურ რვიანს ხაზავს, თან ისე, რომ შენს სხეულს არ დაშორდეს. მოძრაობები უნდა იყოს ნელი და რითმული. თუ შენს ინსტრუქციებს ზედმიწევნით დაიცავს, პენისის წრიული მოძრაობებით ვაგინალური ორგაზმის მიღწევაში დაგეხმარება, ხოლო სხეულით კლიტორის სტიმულირებას შეძლებს. ეს პოზა საკმაოდ მარტივი და შედეგიანია. ნელი, სასიამოვნო სტიმულირება აუცილებლად მიგაღწევინებს ორმაგ ორგაზმს.

პოზა “კიბე”

ინსტრუქციები:

cos-backstairs-boogaloo-sp-mdn

სახელწოდებიდან გამომდინარე, აუცილებელი ინსტრუმენტი კიბეა. მოთავსდი პარტნიორის წინ ერთი საფეხურით ზემოთ. მეტი სინქრონისთვის აუცილებელია სხეულები მაქსიმალურად დააახლოვოთ. წონასწორობისთვის კიბის საფეხურის გამოყენება შეგიძლია. პოზა შენი პარტნიორის პენისს სასურველი კუთხით მიმართავს და გაუადვილებს მას შენი G-წერტილის პოვნას.

პოზა “ეროტიული დასასრული”

ინსტრუქციები:

cos-erotic-end-sp-mdn

სთხოვე პარტნიორს დაჯდეს იატაკზე და ფეხები გაშალოს. მოთავსდი მასზე (პირდაპირი მნიშვნელობით:) ისე როგორც სურათზეა. სთხოვე უკან გადაიხაროს, ხელებით იატაკს დაეყრდნოს და წრიულად იმოძრაოს. დაჭიმე კუნთები და მოემზადე სიამოვნებისთვის. მიუთითე მოძრაობის ტემპზე და მიმართულებაზე. მხედრის პოზაში, ზოგჯერ G-წერტილის პოვნა რთულია, თუმცა როგორც კი 180 გრადუსით ბრუნდები, სურათი რადიკალურად იცვლება. ეს პოზა გინარჩუნებს კონტროლს და თან ადვილად მისაწვდომს გხდის პარტნიორისთვის.

წარმატებულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!

რა უნდა იცოდე პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის შესახებ

$
0
0
პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (Morning-After Pill) გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი დაუცველი ინტერკურსის შემდეგ თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი

$
0
0
ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა.

დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი ანუ ქალის და მამაკაცის მეგობრობის შესახებ

$
0
0
ის, ვინც პირველად დაასკვნა, რომ კაცს და ქალს შორის მეგობრობა ვერ იქნებოდა ან მაგარი სულელი იყო, ან უბრალოდ არ იცოდა, რა არის

ყველაფერი მასტურბაციის შესახებ

$
0
0
მასტურბაცია არის გენიტალიების თვითსტიმულირება სექსუალური აღგზნების მისაღწევად, როგორც წესი, ორგაზმის განცდამდე. მასტურბაცია ხორციელდება შეხებით, პენისის ან კლიტორის მასაჟით ორგაზმის მიღწევამდე. ქალების ნაწილი
Viewing all 70 articles
Browse latest View live