ნაადრევი ეაკულაცია
როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები
ურთიერთობის ათი საფეხური
მზად ხარ თუ არა თანაცხოვრებისთვის
ნამუსიც კარგი საქონელია
ციტატები სექსზე
ქალის სათამაშო
მასთან დავწექი, მერე კი…
მარტივი ცხოვრებისეული ჭეშმარიტებები
ორალური სექსის მნიშვნელოვანი დეტალები
სექსუალური სათამაშოები $20-ის ფარგლებში
გაიფერადე ქორწილი –გაიზიარე რჩევები PINK–ისგან
სკარლეტ იოჰანსონის ცხოვრების წესები
30 რამ რაც უნდა გქონდეს და იცოდე სანამ 30 წლის გახდები
17 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო
იცი თუ არა, რა არის “კარგი სექსი”?
“კარგი სექსის” შესახებ ყველას გვსმენია. თუმცა (თურმე) რთულია შეაფასო სექსი კარგია, თუ ცუდი, სანამ თავად არ გამოსცდი კარგ, აღმაფრთოვანებელ, სულელურ, მაგრამ საოცარ, “აქამდე რას ვაკეთებდი” – სექსს.
თუ ცხოვრებაში შეხვდი მამაკაცს/ქალს, რომელმაც გაიძულა შენი წარსული სექსუალური გამოცდილებისთვის გადაგეხედა, თავი “ნამდვილ ქალად” გაგრძნობინა და დაგარწმუნა, რომ “ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა”, მაშინ გილოცავ, შენ “ის” იპოვე.
რატომ? იმიტომ, რომ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ, განვიხილოთ, დავგმოთ და მოვიწონოთ, სექსი ინტიმური ურიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პრიორიტეტები ინდივიდების მიხედვით იცვლება, თუმცა ეს (!) თითქმის გამონაკლისების გარეშე, ყველგან, ყველასთვის (სქესის მიუხედავად) მნიშვნელოვანია.
თუ არ გქონია ასეთი გამოცდილება, ან შენი ახლანდელი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი ხარ, თუმცა არ იცი, “ეს ის არის”, თუ – არა, გადახედე “არც ისე კარგი სექსის” კრიტერიუმებს.
იმედი გვაქვს, პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც დაგეხმარებით “უმთავრესი ჭეშმარიტების” გამოცნობაში, დანარჩენი კი… დანარჩენი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რადგან თავად ხარ საკუთარი სხეულის და სხვა დანარჩენის პატრონი და განმკარგავი.
1. ბევრს ფიქრობ
სექსის დროს შენი გონება მუდმივად სხვა მიმართულებით გარბის და ამის კონტროლი არ შეგიძლია. შენი ფიქრები “უთო ხომ გამოვრთე” რუტინული მოქმედებების ზღვრებს სცდება და იმ დროს, როცა მთლიანად უნდა ნებდებოდე სიამოვნებას, იმაზეც კი ფიქრობ: “რა ჩაიცვა ხვალ”, ან “დირექტორის ბოლო დავალება ჯერაც არ შეგისრულებია, ნეტავ პრობლემები ხომ არ შეგექმნება?”.
მართალია, ყველას გვქონია ცუდი დღეები, მაგრამ თუ საკუთარ გონებას ხშირად ვერ იმორჩილებ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენს პარტნიორთან სექსი იმდენად მოსაწყენია, დროს არ კარგავ, უფრო მნიშვნელოვან თემებზე იფიქრო.
2. ფინალამდე წუთებს ითვლი
ჰო, და გამოიცანი რას ვგულისხმობ ფინალში: რა თქმა უნდა, შენი პარტნიორის ფინალს, რადგან შენ ხომ ამაზე ვერც იოცნებებ. რამდენსაც უნდა ეცადო, არ გამოდის და ალბათ “ასეა ყველა, კაცებისთვის მარტივია, მაგრამ ალბათ, ქალები სიამოვნებას ძალიან იშვიათად იღებენ. რთულია და რა ვქნა?! ჰო და, კიდევ, ალბათ ჩემი მეგობრები რომ კარგ სექსზე ლაპარაკობენ, ამას გულისხმობენ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა საყვარელ მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებ… ნეტავ თმის უთო ჩართული ხომ არ დამრჩა… ხვალ აუცილებლად უნდა წავიდე კაბის საყიდლად, თორემ შემდეგ კვირაში ვეღარ მოვიცლი… წარმოდგენა არ მაქვს, როგორი კაბა მინდა, მაგრამ ხვალ გავივლი და იმედი მაქვს, რამე მომეწონება… ნინოს უნდა დავურეკო, გამომყვეს, მარტო ხომ არ წავალ… აი მორჩება და დავურეკავ… ნეტავ როდის მორჩება…”
3. ფინალის დადგომისთანავე იცვამ
ან გადასაფარებელს სწვდები, რომ შიშველი არ დაგინახოს. სწორად გამოიცანი! ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასთან თავს კომფორტულად არ გრძნობ, შესაბამისად, (თითქმის) ვერასდროს იღებ სიამოვნებას. შენ წარმოიდგინე, შენი პარტნიორისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენს ცელულიტს, ოდნავ (ან მეტად) მოშვებულ მუცელს თუ იმას, რომ ფრჩხილები ერთი კვირაა არ გაგიკეთებია. იმიტომ, რომ ის შენთანაა, ანუ მოსწონხარ (უყვარხარ), მცირე დეტალები უმნიშვნელოა, თუმცა რაც მეტ ყურადღებას გაამახვილებ ამ დეტალებზე, მით მეტად შეგაწუხებს ეს ამბავი და შენი სიამოვნების ხარისხიც პროპორციულად შემცირდება.
4. სიამოვნებას მხოლოდ გარკვეულ პოზაში იღებ
თუ ეს პრობლემა გაქვს, დააკვირდი პოზას. სავარაუდოდ, ამ პოზაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში ნაკლებად თვალშისაცემია შენი “ნაკლოვანებები”, შესაბამისად, მათზე აღარ ფიქრობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში სექსი იმდენად ხშირად გაქვს, რომ არ გინდა რამე სხვა გამოსცადო.
თუ ასეა, სასწრაფოდ, მოძებნე კამა სუტრას ელექტრონული ვერსია და ნებისმიერი პოზა შეარჩიე, რომელიც მოგეწონება და რომელიც განსხვავდება იმ “ერთი ჩვეულისგან”.
შეგიძლია სხვადასხვა დღისთვის სხვადასხვა პოზა შეარჩიო და პარტნიორთან ერთად ექსპერიმენტებზე წახვიდე. თუ ახლა გაიფიქრე: რა საჭიროა? თავს ასეც კარგად ვგრძნობ! მე გიპასუხებ, მაშინ რატომ კითხულობ ამ სტატიას? პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში მისი აღიარებაა საჭირო. და კიდევ, სიახლეები ხომ საინტერესოს ხდის ცხოვრებას? ასევე საინტერესოს გახდის სიახლე შენს სექსუალურ ცხოვრებას. ჰოდა, რა არის ამაში ცუდი? ზუსტად! არაფერი!
5. შენი სექსუალური ფანტაზიები მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან
არაფერია ამორალური იმაში, გაუმხილო შენს პარტნიორს შენი სექსუალური ფანტაზიები. აბა დაფიქრდი, ეს ხომ ის ადამიანია, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე უნდა შეგეძლოს საუბარი. სხვა ვის უნდა გაანდო შენი სურვილები, თუ არა მას! ამიტომ მოდი, ახლავე დაგეგმე რომანტიკული საღამო, ბავშვების გარეშე, გამბედაობისთვის ცოტა ღვინო დაიხმარე და ესაუბრე.
თუ შენ ექსპერიმენტისთვის გაიხსნები, ისიც იმავეთი გიპასუხებს და ამ ერთი ღამის განმავლობაში უამრავ ახალს გაიგებთ ერთმანეთის შესახებ. ჯერ სცადე და მადლობა მერე მითხარი!
6. არ ლაპარაკობ
კომუნიკაცია ყველაფერში და მათ შორის სექსშიც, მნიშვნელოვანია. პროცესის დროს რამდენიმე უწყინარი ფრაზის გამოყენება გაზრდის შენი აღგზნების ხარისხს. თუ ამის გაკეთება გერიდება, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ხელს გიშლის ბოლომდე გახსნაში, ამიტომ თავს ძალა დაატანე და დაიწყე, იყავი ინიციატორი. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები.
7. თავს იტყუებ
თუ ბოლო რამდენიმე თვეა ორგაზმი არ გქონია, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავ, თავს იტყუებ!
ქალისთვის ისევე ბუნებრივია სექსის დროს ორგაზმის განცდა, როგორც მამაკაცისთვის. მართალია, ჩვენს შემთხვევაში ეს ცოტათი უფრო რთულია, რადგან “რა ვუყოთ, მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერს უფრო ადვილად აღწევენ” (რა უსამართლობაა!), იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი იყო, ორგაზმი ორ თვეში ერთხელ (ან სცადე, არასდროს) ნამდვილად არ არის საკმარისი.
თუ ამ პუნქტში საკუთარი თავი ამოიცანი, ახლავე ჩაალაგე ბარგი და რაც შეიძლება შორს გაიქეცი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამ მდგომარეობის გამოსწორებაც შეგიძლია, უბრალოდ დაელაპარაკე შენს პარტნიორს და ერთად ეცადეთ “შეისწავლოთ” შენი სხეული.
როგორ მოახერხებთ ამას, უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა რჩევისთვის: ცვალეთ პოზები; როცა ერთად არ ხართ, მიმართეთ Sexting-ს; შეეხე საკუთარ სხეულს მისი თანდასწრებით; მიმართეთ ექსპერიმენტებს; უთხარით ერთმანეთს რამდენად მოგწონთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია, იყავი გულწრფელი!
დაიმახსოვრე, თვითშეფასება ყველაფერში უმთავრესია. ამიტომ ახლავე მიდი სარკესთან, შეხედე შენს სხეულს მისი თვალებით, დააფასე და შეიყვარე საკუთარი თავი და მოემზადე საუკეთესო სექსისთვის შენს ცხოვრებაში! :)
სექსუალური სათამაშოები წყვილებისთვის
სტატიაში შემოგთავაზებთ სექსუალური სათამაშოების საუკეთესო ვერსიებს, რომლებიც მრავალფეროვნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ.
Zini Deux
შეიძინე აქ
სათამაშო რომელიც ერთი შეხედვით არანაირ ასოციაციას არ იწვევს მაგრამ შექმნილია წყვილების სიამოვნებისთვის. ამ ლამაზი სექს ხელსაწყოს ორი ნაწილი სპეიალურად ერწყმება ერთ მთლიანში ზუსტად ისევე როგორც ქალი და მამაკაცი სექსის დროს.
Monogamy
შეიძინე აქ.
თამაში, რომელიც არ მოგცემს საშუალებას მოიწყინო პარტნიორთან ერთად და თანაც განსხვავებული ექსპერიმენტების მოფიქრებაშიც დაგეხმარება.
Durex Devil
შეიძინე აქ.
მრავალფეროვნების და მძარფრი შეგრძნებებისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სათამაშოების გამოყენება. ეს პენისის რგოლი ყველა წყვილს ცეცხლოვან შეგრძნებებს ჰპირდება.
Joya Sphere Couples Massager
შეიძინე აქ.
მოწყობილობა, რომელსაც ინის და იანის ფორმა აქვს, სრულად ასახავს ორი განსხვავებულის ერთ მთლიანობაში შერწყმას. სათამაშოს ორი ნახევარსფერო განკუთვნილია სხვადასხვა სახის შეგრძნებებისთვის – ერთი ნაწილი ვიბრირებს, ხოლო მეორე პულსირებს. მოწყობილობა შეგიძლია გამოიყენო ისე, როგორც შენი ფანტაზია გიკარნახებს, შემქმნელები არ იძლევიან დეტალურ ინსტრუქციას, თამამად მიიღე გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად.
Blindfold Love
შეიძინე აქ.
ადამიანს შეუძლია დაინახოს, დააგმოევნოს, შეიყნოსოს, შეეხოს. საკმარისია ამ სიას რომელიმე ერთი შეგრძნება გამოაკლდეს და სექსი ერთი-ორად მძაფრი და განსხვავებული გამოდის. აუხვიე პარტნიორს თვალები და ჩართე ფანტაზია.
The Liberator Heart
შეიძინე აქ.
ეს მშვენიერება სათამაშო არაა, მაგრამ ის შექმნილია იმისთვის, რომ მამაკაცმა უკეთ მიანიჭოს სიამოვნება ქალს და არ ასცდეს ყველაზე მნიშვნელოვან – G წერტილს.
LEATHER RIDING CROP
შეიძინე აქ.
ცოტა ძალადობა (რა თქმა უნდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე!!!) სექსს უფრო პიკანტურს ხდის.
7 რამ, რაც არ უნდა უთხრა შიშველ ქალს
ჩათვალე, რომ უკვე ძალიან გაგიმართლა, თუ შენ წინაშე შიშველი ქალია. თუ გინდა, რომ კიდევ უფრო გაგიმართლოს და ცოცხალი გადარჩე, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა მას:
1. “კარგია, რომ არ ხარ ძალიან მკვრივი.”
ხოო, მადლობა, მაგრამ მე გამდნარი რეზინი ვარ წყვილი თვალით.
2. “ჰეჰ, სულ არ ჰგავხარ ჩემს ყოფილს.”
უპირველეს ყოვლისა: არ ისაუბრო ყოფილზე. მეორეც: ეს იმიტომ, რომ ის ანჯელინა ჯოლის ჰგავს და მე გამდნარი რეზინი ვარ წყვილი თვალით?
3. “უი, საჯდომი არ გქონია…”
მადლობა. შენ – თვალები, თუ აქამდე ვერ შეამჩნიე! და ძალიანაც კარგი საჯდომი მაქვს. შენს პატარა ეგოს მიხედე.
4. “მოდი, შუქი გამოვრთოთ, ასე უკეთესია.”
ეს ქალის ფრაზაა. ყოველთვის!
5. [5 წუთიანი კავშირის შემდგომ, მან განიცადა ორგაზმი, შენ – ვერა.] “მეტი აღარ მინდა.”
კარგი ერთი, მართლა?
6. “შენი ძუძუები სხვადასხვა ზომისაა?”
დიახ, და ეს სავსებით ნორმალურია.
7. “ნუ გერიდება, მე მომწონს პატარა მკერდი.”
ნურც შენ შეგრცხვება, მეც მომწონს პატარა პენისები.
46 სტატია ურთიერთობების შესახებ
ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა pink.ge-ს მკითხველებში. გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საუკეთესო სტატიები ამ თემის შესახებ და შემდეგი სახით დაგვეჯგუფებინა:
სტატიები, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას გჭირდება
- 9 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო ურთიერთობის საწყის ეტაპზე
- მოემზადე პირველი პაემნისთვის!
- რა უნდა და არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე
- პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები]
- 6 გზა, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული
- 3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ
- როგორ გამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი
- სად გავატაროთ პირველი ღამე?!
- მამაკაცის სხეულის ენა (I)
- მამაკაცის სხეულის ენა (II)
სტატიები, რომელიც ურთიერთობის დროს გამოგადგება
- 5 გზა ურთიერთობებში უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის
- ბედნიერი წყვილების 10 ჩვევა
- როგორ მივანიჭოთ საყვარელ მამაკაცს სიხარული
- საპირისპირო მუხტები იზიდავს… ურთიერთობაშიც!
- სექსუალური ურთიერთობების ასაკი
- მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად
- პარადოქსული ურთიერთობა
- 5 ზედმეტი ქმედება სასიყვარულო ურთიერთობაში
- ინტიმის პრობლემები
- რისი გაკეთება არ ღირს სექსის დროს
- ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის
- ფლირტისას დაშვებული შეცდომები
სტატიები, რომელიც სიძნელეების, დაშორების დროს არის სასარგებლო
- რატომ რთულდება ურთიერთობები
- განშორების 11 მიზეზი
- მივულოცოთ თუ არა ყოფილ მამაკაცს დღესასწაულები
- 5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები
- როცა ხვდები, რომ ურთიერთობას ვადა გაუვიდა
- 6 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს ურთიერთობებში
- რა უნდა გაითვალისწინო შეყვარებულთან დაშორებისას
- სიყვარული + მანძილი: 10 ხერხი ურთიერთობის გადარჩენისთვის
- ცალმხრივი სიყვარული
- ტოქსიკური სიყვარული
სტატიები, რომელიც გვასწავლის როგორ ვიყოთ მარტო და ბედნიერი
- რით სჯობს მარტოობა პარტნიორის ყოლას
- 9 რამ, რის არ გაკეთებასაც ინანებ
- ბედნიერების 20 მარტივი მიზეზი
- 6 მხიარული იდეა მარტოხელებს ვალენტინობის დღისთვის
- 8 მიზეზი თუ რატომ უნდა დავშორდეთ შეყვარებულს ვალენტინობამდე (თითქმის ხუმრობით!
- ყველა დროის 21 პოპ-სიმღერა EX-შეყვარებულის დასავიწყებლად
სტატიები, რომელიც შერიგებაზეა
სტატიები, რომელიც ქორწილისთვის მზადებაზეა
MARRY ME???
შენ წარმოიდგინე, ხელის თხოვნის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კაცების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. ნუთუ ასეთი რთულია ჩართო ფანტაზია და შენი მეორე ნახევრის სიხარული გააორმაგო?! ცნობისთვის, რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება ხელის თხოვნა, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება თანაცხოვრებაც. ხშირად მამაკაცები ფანტაზიის არქონას მატერიალურ მხარეს აბრალებენ, მაგრამ კოლაჟში შეგხვდება არაერთი ფოტო, რომელიც დაგარწმუნებს, რომ, როცა სურვილი გაქვს და საკმარისად ხარ მოტივირებული, დაბრკოლება არ არსებობს.
“MARRY ME ???”
(დაფიქრდი, სანამ უპასუხებ…)





































მსგავსი ფორმითაც შეიძლება გრძნობების გამოხატვა:







