Quantcast
Channel: სექსი – PINK.ge
Viewing all 70 articles
Browse latest View live

თუ ძილს დაიკლებ! –უძილობასთან დაკავშირებული 16 რისკი

$
0
0

21 საუკუნეში, სადაც 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას ვიღებთ, ძილისთვის საკმარისი დროის პოვნა პრობლემად რჩება. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანს საშუალოდ 7-9 საათი უნდა ეძინოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ძილისთვის აუცილებელი პერიოდი 6 საათამდეა დასული. გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 40%-ს 7 საათზე ნაკლები სძინავს, ხოლო 70 მილიონ ადამიანს ძილის რეჟიმი არეული აქვს.

ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად გამოიძინო, თუმცა ბევრი ჩვენგანი ძილის ნაკლებობით განპირობებულ რისკებს ნაკლებად იცნობს. წარმოგიდგენ 16 რისკს, რომელიც შეიძლება შენს ჯანმრთელობას შეეხოს თუ ძილს დაიკლებ.

1. გაღიზიანება

ებრაელი მეცნიერების დაკვირვებით, უძილო ღამეები გაღიზიანებას და ემოციურ არასტაბილურობას იწვევს.

2. თავის ტკივილი

მეცნიერებს ჯერ კიდევ არ უპოვიათ მიზეზი, თუ რატომ იწვევს უძილობა თავის ტკივილს, თუმცა ეს კავშირი ძალიან დიდი ხნის წინაა აღმოჩენილი. ადამიანების 36-58% დილით შაკიკით იღვიძებს.

3. სწავლის უუნარობა

სკოლის მოსწავლეებზე გაკეთებულმა კვლევამ აჩვენა რომ სწავლის დაწყება ჩვეულზე ერთი საათით გვიან, (მაგ: 10-ზე 9-ის ნაცვლად), ტესტებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

4. წონის მატება

ნაკლები ძილი ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს და მადასაც გიმატებს, სწორედ ამიტომ ხშირად გინდება მაღალკალორიული საკვების მიღება.

5. ცუდი ხედვა

რაც უფრო დიდხანს გღვიძავს, მით უფრო დიდი შანსია განიცადო მხედველობის დაქვეითება და ჰალუცინაციები.

6. გულის დაავადება

როდესაც მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები 88 საათის განმავლობაში არ დააძინეს, მათი წნევა მაღალ მაჩვენებელზე ავიდა, რაც დამეთანხმები, არც ისე გასაკვირია. თუმცა იმ მონაწილეებს, რომლებსაც 4 საათი ეძინა, უფრო აჩქარებული გულის ცემა ჰქონდა, ვიდრე მათ, ვისაც 8 სააათი ეძინა. C რეაქტიული ცილის (C-reactive protein) კონცენტრაციები, რომლებიც გულის დაავადების რისკს ზრდის, იზრდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ნაკლები სძინავს.

7. სინელე

როდესაც საკმარისი არ გვძინავს, ჩვენი რეაქციებიც ნელდება. თეორიის შესამოწმებლად West Point-ის კადეტებს ორი ტესტი ჩაუტარეს, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოითხოვდა. სტუდენტები ორ ჯგუფად გაჰყვეს – ერთი, რომელსაც წინა ღამით საკმარისი ეძინა და მეორე, რომელსაც ნაკლები ეძინა. ტესტის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ვისაც ეძინა, უფრო კარგი შედეგით გაიარეს ტესტი, ვიდრე მეორე ჯგუფმა.

8. ინფექციის შეჭრა

იმუნურ სისტემას ერთი კარგი თვისება გააჩნია – ღია ჭრილობის მიღებისას ინფექციის შეჭრა ადვილად არ ხდება, თუმცა ხანგრძლივი უძილობა ხელს უშლის სხეულის დაცვის ბუნებრივი მექანიზმის გაძლიერებას.

9. ხშირი შარდვა

როდესაც გვძინავს, სხეული ანელებს შარდის ნორმალურ წარმოებას. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგს ღამით ადგომა არ უწევს, მაგრამ თუ ნაკლები გვძინავს, ორგანიზმი ამ ნორმალურ შენელებას ვერ ასწრებს და შარდის ხშირი წარმოება იწყება.

10. უყურადღებობა

მეცნიერების თქმით, ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა უძილობის შედეგია.

11. საუბრის უუნარობა

ხშირმა უძილობამ შესაძლებელია საუბრის დაქვეითება გამოიწვიოს და შენი საუბარი ისე აღიქმებოდეს, თითქოს ძალიან მთვრალი ხარ. მოხალისეები, რომლებსაც 36 საათის განმავლობაში არ ეძინათ, საუბრობდნენ ნელა, მონოტონურად, გაურკვევლად და იმეორებდნენ ერთსა და იმავე სიტყვებს.

12. ხშირი გაციება

თუ გაინტერესებს, რატომ ხარ სულ ავად და რატომ გვხდება ყველანაირი ვირუსი შენ, მაშინ გეტყვი, რომ სავარაუდოდ ამის მიზეზი ნაკლები ძილია. კვლევის თანახმად, 153-კაციან ჯგუფს, რომელსაც 7 საათზე ნაკლები ეძინა, გაციების სამჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე მათ ვისაც 8 საათი ან მეტი ეძინა.

13. დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა

მოგეხსება, ტესტოსტერონი სქესობრივი ლტოლვის მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ძილი ტესტოსტერონის რაოდენობას ზრდის, უძილობისას კი პირიქით და შესაბამისად, ლტოლვის დაქვეითებას იწვევს.

14. დიაბეტი

იყო ფხიზლად მაშინ, როდესაც ორგანიზმი ძილს გთხოვს, შენს მეტაბოლურ სისტემას აზიანებს და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის.

15. მეხსიერების პრობლემები

ძილის დარღვევამ შეიძლება თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვიოს. 1924 წლის კვლევის მიხედვით, ისინი, ვისაც უფრო დიდხანს ეძინა, ნაკლებად ივიწყებდნენ ამა თუ იმ დეტალს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკლები და ცუდი ძილი მეხსიერების რამდენიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული.

16. უბედურების შეგრძნება და დეპრესია

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც 909 დასაქმებულ ქალს მოიცავდა, აჩვენა, რომ ცუდად ძილი მათ ხასიათზე აისახებოდა. ასევე დამტკიცებულია, რომ ინსომნიის მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას.


ქორწილის სექსუალური ღამე – #hotbride

$
0
0

გიახლოვდება ქორწინების ღამე და არ იცი რა ჩაიცვა, რით გააკვირვო შენი მეორე ნახევარი?

თუ გსურს გამოიყურებოდე ქალურად და იყო სექსუალური, ეს კოლაჟი შენთვისაა. ჩართე ფანტაზია და იყავი შენს არჩევანში მაქსიმალურად განსხვავებული.

კონტრაცეპტივები და მათი მოქმედება

$
0
0

ნებისმიერი ქალი (და კაციც!) უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას, ეს კი კონტრაცეფციის სწორად შერჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა არჩევანში კარგი იქნება თუ კაციც მიიღებს მონაწილეობას.

კონტრაცეფცია – ეს არის თავდაცვა არასასურველი ორსულობისაგან (და ზოგ შემთხვევაში სგგდ-სგანაც შემთხვევითი კონტაქტების დროს, შეუმოწმებელ პარტნიორთან), ხოლო ამაზე ზრუნვა მხოლოდ ქალს არ უნდა უწევდეს, ეს ორივე პარტნიორის საფიქრალია.

კონტრაცეფციის სახეობები

კონტრაცეფციის სახეები

  • ბიოლოგიური : კალენდარული მეთოდი, ტემპერატურული მეთოდი, მრავალკომპონენტიანი მეთოდი (როდესაც ამ კატეგორიაში მოხსენებული რამდენიმე ხერხი ერთად გამოიყენება), აქტის შეწყვეტა;
  • ბარიერული: პრეზერვატივი, დიაფრაგმა;
  • ქიმიური: ღრუბელი, კრემები, სანთლები სპერმიციდის შემცველობით;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (მონოფაზიანი, ორფაზიანი, სამფაზიანი), საინიექციო ჰესტოგენი, ჰესტოგენის შემცველი პრეპარატები;
  • საშვილოსნოსშიდა: საშვილოსნოსშიდა სპირალი;
  • ქირურგიული: სტერილიზაცია ქალისა და კაცისათვის (ამის გამოსწორება და შეცვლა შეუძლებელია)/li>

მიუხედავად თქვენი არჩევანისა, კონტრაცეფციის საშუალება მაინც ექიმმა უნდა გირჩიოთ და დაგინიშნოთ (სხვადასხვა გამოკვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე).

კონტრაცეპტივების არჩევისას არსებობს უამრავი მახასიათებელი რის მიხედვითაც ირჩევა ესა თუ ის საშუალება: ეფექტიურობა, უსაფრთხოება, უკუჩვენებები, ფასი, გამოყენების სიხშირე და სხვა მრავალი.

კონტრაცეპტივების ცხრილი

მეთოდი

ეფექტი/მოქმედება

ექიმის დანიშნულება

პერლის ინდექსი

ეფექტურობა

აბები

ჰორმონალური კონტრაცეპტივი, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა 21 დღის განმავლობაში,
შესვენება 7 დღე

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.1-1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

მინი
ტაბლეტები

ჰორმონალური აბები, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.5-3

მაღალი ეფექტურობა

სპირალი

მუდმივი გაღიზიანება საშვილოსნოში,
მოქმედებს 2 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.9-3

მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური სპირალი

იოთავსებს აბებბისა და სპირალის მოქმედებას ერთობლივად.
2-5 წლამდე მოქმედების ვადით

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური იმპლანტანტი

ჰორმონალური კონტრაცეპტივი.
მოქმედებს 5 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას  ახორციელებს ექიმი

0-0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური ინექციები

ხდება ორგანიზმში პროგესტინის მარაგის შეყვანა.
მეორდება 3 თვეში ერთხელ

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.4-2

მაღალი ეფექტურობა

აქვე პატარა ლექსიკონსაც დავამატებ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახის კონტრაცეპტივზე არასრული ან ბუნდოვანი ინფორმაციაა:

  • ბარიერული მეთოდები– (პრეზერვატივები, საცობი, დიაფრაგმა) ზღუდავს ქალის რეპროდუქციულ ორგანოში სპერმატოზოიდების მოხვედრის შანსებს
  • საშვილოსნოსშიდა საშუალებები – მცირე დრეკადი მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოს ყელში დგება ხანგრძლივი პერიოდით
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია – ამ თავდაცვის მეთოდის ძირითადი აზრია ოვულაციის დათრგუნვა. არსებობს აბების, იმპლანტანტების და ინექციის სახით
  • ბუნებრივი მეთოდები – გულისხმობს კალენდარის საშუალებით ოვულაციის პერიოდის გამოთვლას და ამ დროს აქტისაგან თავის შეკავებას
  • იმპლანტანტები – სხვადასხვა სახის კაფსულები, რომელიც კან ქვეშ ინერგება და დროდადრო სისხლში უშვებს შემცველ ჰორმონებს.
  • პერლის ინდექსი – რაც უფრო დაბალია ინდექსი მით უფრო სანდოა კონტრაცეფციის მეთოდი. ინდექსი აჩვენებს მეთოდის ეფექტურობას.
  • გადაუდებელი (ექსპრეს) კონტრაცეფცია – გამოიყენება მხოლოდ უკიდეურეს სიტუაციებში, როდესაც იყო დაუცველი აქტი ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და დიდია შანსი დაორსულების
  • ქირურგიული კონტრაცეფცია – ქირურგიული ჩარევის დახმარებით ხდება სასქესო არხების გადაკეტვა ქალებსა და მამაკაცებში.

კონტრაცეპტივები

კონტრაცეფცია არა მხოლოდ თავის დაცვაა არასასურველი ორუსლობისაგან, არამედ საკუთარი ჯამრთელობის მოფრთხილებაა – უპირველეს ყოვლისა!

თავდაცვის მეთოდების ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ დანიშნულებას და სწორ მოხმარებაზე ინსტრუქციის მიხედვით.

გახსოვდეთ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!

5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები

$
0
0

ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს,  თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც  შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ:

  • შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან),
  • ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში,
  • ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში,
  • უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად მეტ დროს, ვიდრე შენ,
  • არ ჰქონდეს მაღალი შემოსავალი,
  • ის კი არა, შეიძლება სექსშიც გქონდეთ პრობლემები…

ქალებს შეგვიძლია ბევრი რამე ავიტანოთ, ოღონდ ნუ გვიღალატებენ. ამის პატიება წარმოუდგენელია. მამაკაცებს ეს ესმით, მაგრამ მაინც გვღალატობენ.

რატომ? იმიტომ, რომ…

1. მათ ეს შეუძლიათ

მამაკაცები სექსს სხვანაირად, ქალებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ჩვენთვის ეს ემოციური პროცესია, მამაკაცებისთვის კი სექსი და ემოციები შეიძლება  ერთმანეთთან კავშირში სულ არ იყოს. მისთვის ძალიან მარტივი და ბუნებრივია ღალატის შემდეგ ოჯახში დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

2. თვლიან, რომ შერჩებათ

რასაკვირველია, მათ იციან, რომ გამოაშკარავების რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, უმეტესწილად,  სასიყვარულო რომანების გაბმისას ისინი  წინასწარ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ღალატი ხახვივით შერჩებათ. ხოლო თუ მაინც გამოიჭირეს, თავს აუცილებლად გაიმართლებენ.

მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ქალი მარტოობას ისევ მათ “ნაკლთან”  შეგუებას და დარჩენას ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის იმედი აქვთ.

თავიდან ასეცაა, მაგრამ როგორც კი შენი ეჭვები დადასტურდება,  მოვლენების განვითარების ორი ვერსია არსებობს. თუ მოღალატეს შენი დაკარგვა არ უნდა, მომხდარს მაშინვე  უარყოფს  და ტყუილების ფრქვევას იწყებს. ხოლო თუ უარყოფას ადგილი არ აქვს, ესე იგი მისთვის სულ ერთია, იქნები თუ არა მომავალში მის გვერდით. შესაბამისად,  თავის მართლებას აღარ დაიწყებს და უბრალოდ გეტყვის, რომ კი, გიღალატა, იმიტომ, რომ…

3. ის ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი სიტყვებია, მაგრამ ეს სინამდვილეა. რამდენი მამაკაცისგან მოგისმენია: “როცა საკმარისი ფული მექნება, მერე დავიწყებ პასუხისმგებლობების აღებაზე ფიქრს” ან  “აი, სამსახურში დამაწინაურებენ და მერე მშვიდ ცხოვრებას დავიწყებ”?

ის ჯერ კიდევ თვითრეალიზაციას ცდილობს და სანამ საკუთარი მიზნების მიღწევისთვის იბრძვის, ნამდვილად არ დახარჯავს დროს და ენერგიას შენთან ურთიერთობების გარკვევაზე.  ის პირდაპირ გეუბნება, რომ მას ამისთვის დრო არ აქვს და ეს მის თვითმიზანს არ წარმოადგენს.

reasons_men_cheat

4. ოჯახური სიტუაცია რუტინას ემსგავსება

ის ბუზღუნებს, რომ თქვენს შორის უწინდელი მიზიდულობა აღარ არის, რომ ადრინდელივით სასურველი აღარ ხარ. შენ კარგად იცი, ეს როგორც ხდება: თავიდან ყველაფერი კარგადაა, ერთად თავს კარგად გრძნობთ, მერე გადადიხართ ცალკე, ქორწინდებით, ჩნდებიან ბავშვები, ყიდულობთ სახლს – ერთი სიტყვით,  თავით ეშვებით ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებში და კომუნალურ გადასახადებში. შენ  დადიხარ სამსახურში და ცდილობ, წარმატებისთვის ბრძოლაში სხვებს არ ჩამორჩე.

ამასობაში ის ნელ-ნელა იწყებს იმის შემჩნევას, რომ აღარ ეპრანჭები ისე, როგორც ნაცნობობის დასაწყისში.  სექსუალურ თეთრეულსაც უკვე ნაკლებად ხმარობ, სექსიც  მონოტონური ხდება. სამსახურიდან სახლში მოსული სასწრაფოდ იშორებ  მაკიაჟს, იხდი ლამაზ კაბას და  ქუსლიან ფეხსაცმელს – გრძელი სამუშაო დღის მერე საოჯახო საქმეებიც გაქვს გასაკეთებელი. შედეგად, საწოლამდე ისეთი დაღლილი აღწევ, რომ სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრება რუტინად იქცა.  მამაკაცს აკლია ის ნაპერწკალი, რომლიც ადრე  თქვენს ურთიერთობაში არსებობდა. შენ შეიცვალე (მან იცის, რომ თვითონაც შეიცვალა, მაგრამ ამჯერად ჩვენ შენზე ვლაპარაკობთ და არა მასზე). შეიძლება მას იმის შეგრძნება უჩნდება, რომ ისე აღარ აფასებთ, როგორც ადრე.  ნაკლებად ისმის დადებითი ფრაზები, სამაგიეროდ გახშირდა კამათი და თქვენი ოჯახი უკვე აღარაა ისეთი ოჯახი, რომელიც  შექმენით და რომელშიც ის აპირებდა ცხოვრებას.  და თუ ის იმას ვერ მიიღებს ოჯახური ცხოვრებისგან, რასაც გეგმავდა და იმედოვნებდა,  სასურველის მისაღებად აუცილებალდ წავა სადმე, სხვაგან.  რატომ? იმიტომ რომ მან იცის, რომ სასურველის პოვნას ყოველთვის მოახერხებს სადმე სხვაგან, იმიტომ რომ….

5. ყოველთვის არსებობს ქალი, რომელიც მზადაა ამისთვის

ეს ის სიმართლეა, რომლის აღიარებაც  ქალებს არ გვინდა.

წარმოიდგინე, რომ ყველა ქალმა  თქვას: ” შენ ცოლიანი ხარ – მე ამას ვერ/არ გავაკეთებ”. იცი, რამდენი ოჯახი და ურთიერთობა გადარჩებოდა?  მამაკაცებს შეუძლიათ გვიღალატონ იმიტომ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მზად არიან გააბან ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელიც მათ არ “ეკუთვნით”.

რასაკვირველია, ხშირად ამ ქალებმა უბრალოდ არ იციან, რომ ეს მამაკაცი თავისუფალი არაა, რადგან მამაკაცები იტყუებიან. თუმცა, უფრო ხშირად მათ ძალიან კარგად იციან, რომ დაოჯახებულ მამაკაცებთან აქვთ სექსი.

 

რასაკვირველია, ეს ყველაფერი არაა და მხოლოდ  მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზების, რითაც ისინი საკუთარ სურვილებს ამართლებენ, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა ხოლმე.

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე, საინტერესო იქნება.

ურთიერთობის ათი საფეხური

$
0
0

გაგიკვირდება და ისევე როგორც ცხოვრებას, ურთიერთობასაც ჰქონია თავისი ეტაპები. ამასთან, თითოეულ ეტაპს აქვს თავისი მახასიათებლები და პრობლემები. მოდი გავიაროთ ურთიერთობის ციკლი და განვიხილოთ თითოეული ეტაპი.

1. მოწონება

მას სიმპათია გაუჩნდა შენ მიმართ და გადაწყვიტა ეს პირდაპირ გითხრას. თავდაპირველად ყველაფერი მარტივად იწყება, მაგრამ გააჩნია მიდგომას და ურთიერთობას. თუ ხვდები, რომ ის ინტერესდება შენი ცხოვრების სტილით, ჰობით, შენი მეგობრებით და დიდ დროს გითმობს დღის განმავლობაში, ე.ი ეს უბრალო გატაცება არ არის. ის არ უდგება ამ საკითხს ისე, როგორც უბრალო გართობას.

beautiful-boy-colors-couple-cute-Favim.com-226891

2. Facebook სტატუსი

ალბათ შენც შეამჩნიე, თუ რამხელა როლს თამაშობს ცხოვრებაში სოციალური სამყარო. შედიხარ Facebook-ზე და გხვდება გამოგზავნილი ურთიერთობის სტატუსი. ამით ის გაგრძნობინებს, რომ მისთვის არ ხარ მორიგი გოგონა. ყველანაირად ეცდება გაამართლოს შენი მოლოდინი, ბოლოს და ბოლოს საჯარო გახადა თქვენი ურთიერთობა და მიეცი თანხმობა, ნუღარ ყოყმანობ!

3. შეხვედრა მის მეგობრებთან

დადგა დღე, როცა მას სურს გაგაცნოს მეგობრები. მისთვის ეს ძალიან რთული ნაბიჯია, რადგან არ იცის როგორ მიგიღებენ ისინი: მოეწონები თუ არა, გაუგებთ ერთმანეთს თუ არა. ამ დღეს დაინახავ როგორია ის მეგობრების გარემოცვაში. ეს დაგეხმარება უკეთ მიხვდე როგორია შენი რჩეული და რამდენად დიდხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა.

4. სიყვარულის ახსნა

უბრალო მორიგი დღე, რომელსაც ერთად ატარებთ და უცებ ის გაუგებრად გეუბნება – მიყვარხარ. შენ არ იმჩნევ, ფიქრობ, რომ მოგესმა. ცოტა ხანში გკოცნის და თვალებში შემყურე გიმეორებს – მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ეს არის დღე, როდესაც ჩახუტებული გრძნობ მისი გულის ცემას; როდესაც ხვდები, რომ ის უკვე შენია და გინდა სულ შენი იყოს.

tumblr_lvuoctU9vd1qdbbywo1_500

5. ერთწლიანი სტაჟი

უკვე ერთი წელი შეუსრულდა თქვენს ურთიერთობას. უკან იხედები და ხვდები, რომ ეს არ იყო ხანმოკლე რომანი მორიგ პარტნიორთან. პირველი წელი ყველაზე რთული ეტაპია ურთიერთობაში, რადგან ბევრ მოულოდნელობას აწყდები და თუ შენ ეს სირთულე დასძლიე, მაშინ წინ ნაკლები სიურპრიზი გელოდება ამ მიმართულებით, რაც პრობლემების თემას ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პრობლემები იჩენს თავს, ურთიერთობა მაინც უფრო ხანგძლივი ეტაპისკენ მიდის.

6. შვებულება

ყველაზე სტრესული და თან სასიამოვნო ეტაპია: თქვენი პირველი საზაფხულო შვებულება ერთად. არ აქვს მშნიშვნელობა ის შემოგთავაზებს ზაფხულის ერთად გატარებას თუ შენ, მთავარია ორივე მხარე თანახმა იყოს. წარმოიდგინე ის უარს ამბობს მეგობრებთან ერთად დროის ექსტრემალურად გატარებაზე, ე.ი მისთვის მნიშვნელოვანია შენი სიახლოვე. ამ ეტაპზე კარგად შეისწავლით ერთმანეთის თვისებებს და გაიგებთ რამდენად შეგიძლიათ ერთად ცხოვრება.

tumblr_m5s1ofcFmi1qmb216o1_500

7. შეხვედრა მშობლებთან

ეს ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია. ის გაგრძნობინებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და თქვენი ურთიერთობა გატაცება აღარ არის. მართალია, ჩვენთან მშობლების გაცნობა ოჯახის შექმნის საწყის ეტაპად მიიჩნევა, მაგრამ ეს ყოველთვის ამას არ ნიშნავს. თუმცა თუ მან მშობლებს აიძულა შენი ოჯახში მიღება და შესაბამისად დახვედრა, ე.ი ის ნამდვილად ფიქრობს მომავალზე. მართალია რთულია მომავალი დედამთილის გაცნობა და მისი კეთილგანწყობის მოპოვება, მაგრამ რჩევა იქნება უბრალოდ იყო ის, რაც ხარ და ყველაფერი გამოვა, ბოლოს და ბოლოს შენ ხომ მათი შვილისთვის საყვარელი ადამიანი ხარ.

8. მომავლის დაგეგმვა

უკვე სისტემატიურ შეხვედრებზე გადახვედით. ხშირად კამათობთ სერიოზულ თემებზე. ის აღარ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. საუბარში ხშირად იყენებს სიტყვა “ჩვენ”-ს, რაც კიდევ უფრო გსიამოვნებს და ხვდები, რომ ეს ის არის… ურთიერთობა მიდის იმ დღემდე, როდესაც საუბრის თემა მომავალი ხდება. ის არ ჩქარობს ხელის თხოვნას, მაგრამ გახვედრებს, რომ მისთვის ხარ სწორედ ის ერთადერთი.

9. მშობლები ეცნობიან ერთმანეთს

ეტაპი, რომელიც ქორწინების ცერემონიაში შედის. ეს ის დღეა, როდესაც საბოლოოდ რწმუნდები, რომ თქვენმა ურთიერთობამ ბევრი რთული თუ სასიამოვნო ეტაპი გამოიარა და ბედნიერ დასასრულს მიუახლოვდა. გილოცავ, თქვენ მალე ქორწილის დღეს დაგეგმავთ!

tumblr_movf3hnBgT1r9apfzo1_1280

10. Would you marry me ???

მგონი, ეს ეტაპი აღარ საჭიროებს განვრცობას. ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გავლის მერე, შენ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერ მომავალს. მშვიდობიან და სასიამოვნო ურთიერთობას გისურვებ!

ნაადრევი ეაკულაცია

$
0
0

Screen Shot 2013-09-26 at 5.09.40 PM

ნაადრევი ეაკულაცია სპერმის უკონტროლო გამოყოფაა სექსუალურ პენეტრაციამდე, ან პენეტრაციიდან მცირე ხანში, მინიმალური სექსუალური სტიმულირების შედეგად. ნაადრევი ეაკულაცია ხშირად ხელს უშლის ორივე პარტნიორს დაკმაყოფილდეს სექსუალური ურთიერთობით. ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცთა სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

უმეტეს შემთხვევაში ნაადრევ ეაკულაციას არ გააჩნია გამოკვეთილი მიზეზი, თუმცა დარღვევის გამომწვევი შესაძლოა გახდეს სექსუალური პარტნიორის ცვლილება, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სექსუალური კონტაქტისგან თავშეკავება. ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორებით, როგორიცაა აღელვება, დანაშაულის გრძნობა ან დეპრესია. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური პრობლემები, ფიზიკური დაზიანება, ან რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

Screen Shot 2013-09-26 at 5.10.36 PM

ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ეაკულაციის ეპიზოდები სამედიცინო ჩარევის გარეშე გაივლის. შესაძლოა მკურნალობის მეთოდად გამოყენებული იქნას ალკოჰოლის, თამბაქოს ან ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვა, თუ ეპიზოდები ამ კონკრეტული მიზეზებითაა გამოწვეული.

არსებობს ნაადრევი ეაკულაციის კონტროლის სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც მოიცავს იმ შეგრძნებების იდენტიფიცირებას და კონტროლს, რომელიც ეაკულაციას იწვევს. ეაკულაციის გახანგრძლივებისთვის შეიძლება ეფექტური იყოს კონდომის გამოყენება, ან პოზის შეცვლა. ზოგჯერ მკურნალობისას გამოიყენება ანტიდეპრესანტები.

ეაკულაციის ფიზიკური პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: ემისია და გამოძევება.

ემისია პირველი ფაზაა და მოიცავს სითხის გადაადგილებას პროსტატადან (წინამდებარე ჯირკვალი) უკანა ურეთრაში (შარდსადენი). მეორე ფაზაა გამოძევება, რომელიც მოიცავს შარდის ბუშტის ყელის დახურვას, რომელსაც მოჰყვება ურეთრას რიტმული შეკუმშვა და გარე ურეთრული სფინქტერის რელაქსაცია. ორივე ნაწილის გასავლელად საჭირო დროის ნორმალურ მონაკვეთად მიჩნეულია 6.5 წუთი.

სტატისტიკის მიხედვით, 59 წლამდე ასაკის მამაკაცების დაახლოებით 30%-ს ნაადრევი ეაკულაცია ერთხელ მაინც განუცდია უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევების სტატისტიკა მუდმივია და არ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად.

როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები

$
0
0

ყველა ქალი ოცნებობს თავისებურ ქორწილის დღეზე, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ეს საოცნებო დღე დგება, ხშირია პანიკა. როგორ გადავიტანოთ ეს ყოველივე?  გაიზიარე რჩევები pink-ისგან და ყველანაირი სტრესი მოგეხსნება.

ადამიანები ოჯახდებიან იმიტომ, რომ იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე. იდეალურია დაწყვილება, როდესაც ორივე მხარე მზადაა სრული პასუხისმგებლობისთვის და ბევრი მსჯელობის თუ ფიქრის შედეგად ქმნის ოჯახს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ სხვა, მოულოდნელობით აღსავსე ცხოვრება იწყება. სწორედ ამ მოულოდნელობით გამოწვეულ შიშებს გრძნობ ქორწილის წინ. უამრავი კითხვა გიჩნდება: ნეტავ რა გველის?.. შეცდომას ხომ არ ვუშვებ?..  ნუთუ ეს ისაა?.. ხომ არ შეიცვლება მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ?.. დაშორება რომ მოგვიწიოს, რას იტყვიან სხვები?..  სხვა რომ მომეწონოს?.. პასუხი კითხვაზე – რატომ გაქვს პანიკები ქორწილის წინ, ძალიან ვრცელია: იცვლება შენი ცხოვრების სტილი, შენ აღარ ეკუთვნი მხოლოდ საკუთარ თავს და მომავლის პასუხისმგებლობა აღვიძებს შიშებს, რაც იწვევს ბრძოლას საკუთარ თავთან.

tumblr_mevu3lqFpQ1r4zmeno1_500

რომანტიკისა და სიყვარულის დაკარგვის შიში

ყველაზე მეტად გეშინია, რომ თქვენი სიყვარული მალე გაქრება. ბევრისგან გსმენია, როგორ ნატრულობენ შეყვარებულობის პერიოდს, მაგრამ ყოველთვის საპირისპიროს უმტკიცებდი. როდესაც ეს საოცნებო დღე დადგა, ეძებ მიზეზს იმ სიტყვებში, რასაც რჩევის სახით გაძლევდნენ დაოჯახებული მეგობრები თუ ნათესავები. ფიქრობ, რომ რომანტიკისთვის აღარ გეცლებათ, რომ ყოველდღიური ცხოვრება თქვენს სიყვარულსაც გაანელებს. შენს პარტნიორსაც აწუხებს შიშები: თავისუფლებას კარგავს, რომელიც ძალიან ენანება. იცის, რომ ყველაფერი წარსულს უნდა ჩააბარობს, მაგრამ ყველაფერთან ერთად უყვარხარ!

ფსიქოლოგის რჩევა

შენ სირთულეებს აძლევ საშუალებას გმართოს, მაშინ როცა თავად უნდა მართო ის! ცხადია, ურთიერთობა აღარ იქნება ძველებურად სიურპრიზებით აღსავსე და ვარდისფერი, უბრალოდ რეალური ცხოვრება არ გვაძლევს ამის საშუალებას. გვაქვს საშუალება თავად შევქმნათ საკუთარი ოჯახური სამყარო და კიდევ უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი. გავთავისუფლდეთ საზოგადოების მიერ დადგენილი ჩარჩოებისა და პრინციპებისგან. შეხედე ყველაფერს მარტივად და დაიმახსოვრე: მთავარია, ბედნიერი იყო!

tumblr_mty78aOjC11ri8qtko1_500

ღალატის შიში

გეშინია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ის იმედოვნებს. გეშინია, რომ ეს შესაძლოა ღალატის მიზეზიც გახდეს. გეშინია, რადგან ხედავ, შენ ირგვლივ ბევრი განქორწინებული წყვილია და ნამდვილად მესმის შენი.

ფსიქოლოგის რჩევა

როცა პასუხისმგებლობას იღებ, როცა შენს პარტნიორს ცოლობაზე თანხმდები, მზად უნდა იყო პრობლემებისთვის, თუმცა მოსალოდნელ (ან მოულოდნელ) პრობლემებზე ფიქრი წინასწარ ბზარს შექმნის თანაცხოვრებაში. არსებობს ერთგულება და სიყვარული, რის გამოც შენზე შეყვარებული ადამიანი ამ ფიქრებს აგარიდებს. ისიამოვნე ქორწილით, ნუ გავიწყდება, რომ ეს შენი დღეა.

თავისუფლების დაკარგვის შიში

დაკვირვებიდან გამომდინარე, მსგავსი შიშები უფრო მამაკაცებს ახასიათებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებსაც გვეშინია თავისუფლების დაკარგვის. შესაძლებელია კარიერაზე უარის თქმამ მოგიწიოს, ისე ხშირად ვეღარ მოიცლი დაქალებისთვის და მეოჯახე ქალის როლი უნდა მოირგო. ძალიან გაგიჭირდება, თუ ხმაურიანი ცხოვრების მოყვარული იყავი, წარსულს უნდა ჩააბარო ყოველივე, ასევე უნდა მოიქცეს შენი პარტნიორიც.

ფსიქოლოგის რჩევა

მართალია, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო და ორივეს ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფლებას კარგავთ. პირიქით, თქვენ კიდევ უფრო მეტს იძენთ. საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ხართ დამოკიდებული და თავად იღებთ გადაწყვეტილებებს. რამდენად თავისუფალი იქნები ოჯახურ ცხოვრებაში, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შენ მას უკვე კარგად უნდა იცნობდე. ჯერ კიდევ “შეყვარებულობის” პერიოდში გეძლევა საშუალება დაინახო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, უბრალოდ კარგად უნდა დაინახო!

tumblr_mblv9skQ071qe30fqo1_1280

პასუხისმგებლობის შიში

ეს შეგრძნება, ზოგადად, ორივე მხარეს ახასიათებს. საერთო ჯამში იქმნება ერთიანი ოჯახური პასუხისმგებლობა.

ფსიქოლოგის რჩევა

როგორც ქალს, შეგიძლია თანაცხოვრებაში დაძაბული პერიოდები თავად მართო. ეცადე, მარტივად შეხედო ყველაფერს. ნუ დაძაბავ შენს მეწყვილეს, ის დაგეხმარება სირთულეების დაძლევაში, თუ შენ მშვიდად შეხვდები ყველაფერს. გაღიზიანებული და ხმამაღალი საუბრები შედეგს ვერ მოიტანს.

ასე რომ, უმჯობესია თავიდანვე მოიხსნა დაძაბულობა და შეეგუო მოსალოდნელ საპასუხისმგებლო მდგომარეობებს შენს ცხოვრებაში, ეს ურთიერთობაზეც კარგად იმოქმედებს. რაც ნაკლებს იფიქრებ მომავალზე, მით უფრო თავისუფლად შეხვდები მას. გახსოვდეს, რომ შენი მეორე ნახევარიც გრძნობს ყველაფერს. თქვენი სიყვარული ყველაფერს გადალახავს, მთავარია კარგად გაუფრთხილდე მას. როგორც ყოველთვის, წარმატებები ურთიერთობებში!

ნამუსიც კარგი საქონელია

$
0
0

“ნამუსიც კარგი საქონელიაო” – ასე იცოდნენ ჩვენთან, იტალიურ ეზოში თქმა მაშინ, როცა ერთ-ერთი მეზობელი კარგად გამოტყვრებოდა და გინებას იწყებდა შუაღამით.

ხოდა, მართალი აღმოჩნდა ეს გამოთქმა.

ასე ერთი წლის წინ ერთი კაცი მყავდა. არც მიყვარდა და არც მენატრებოდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებიანი იყო და სექსიც ძალიან მომწონდა. მგონი მას რაღაც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა, თუ წარმოედგინა – სწორედაც რომ არ ვიცი მაშინ რას ფიქრობდა. ხშირად ვხვდებოდით. არც ფანტაზიას უჩიოდა, არც მონდომებას, არც ფულს ან სხვა რამეს, მაგრამ მოსაწყენი ხდებოდა ზოგჯერ.

ხოდა ამ კაცის პარალელურად გავიცანი ერთი ძალიან უბრალო ჯეელი, რომელიც დიდი ვერაფრით დაიკვეხნიდა – არც სრული განათლება, არც სტაბილური შემოსავალი, არც ფანტაზია ან რამე ამის მაგვარი, მაგრამ სასწაულად სექსუალური იყო.

მხოლოდ დანახვაც მყოფნიდა და მთელს სხეულში დენივით მივლიდა. ისიც არ იყო ცივად განწყობილი ჩემ მიმართ და ერთხელაც ცოტა ნასვამზე თავის „ახალ“ (სინამდვილეში ახალი გადასული იყო, თორემ ბინა არც მისი იყო და მით უმეტეს, არც ახალი) ბინაში დამპატიჟა.

იმავე საღამოს ჩემი სტაბილური და ცოტა მოსაწყენი კაციც უნდა მენახა, მაგრამ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და „გადავაგდე“.

ჩემი ახალბედა ბინაში ასვლისთანავე ჩემს მოხიბვლას ცდილობდა ყველა ხერხით, ძალა და ენერგია არ დაუზოგავს. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მჭირდებოდა, ერთი სული მქონდა საქმეზე გადასულიყო.

2c_rosshoneysett_069L

ბოლოს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ გახდა და მოფერებაც დავიწყეთ, ორალურ სექსზეც გადავედით (ისე მისი უნარები ძალიან გამიკვირდა, მოუქნელი და გამოუცდელიც კი ჩანდა მანამდე) და ძალიან მოულოდნელად ზუსტად იმ ნამუსმა გაიღვიძა “კარგი საქონელი რომაა”. ისე დავიძაბე, რომ კუნთებიც კი გამიქვავდა, ვეღარც განძრევა მოვახერხე და ძლივს წამოვიკნავლე ახლავე გაჩერდი-მეთქი.

გაოგნებული დაჯდა საწოლზე და დამნაშავე სახით მკითხა – რა მოხდა, რამე არ მოგეწონაო?

ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ასეთ დროს ახსნა რა „არ მოგეწონა“ და ვერ წავიდა ისე „როგორც საჭიროა“, სისულელეები ვილაპარაკე, მგონი ბოდიშებიც ვუხადე და შევპირდი, რომ შემდეგ ჯერზე ყველაფერი მშვიდად და კარგად ჩაივლიდა. ისიც ავუხსენი რომ მშვენიერია საწოლში და მისი ბრალი არაფერია (მეეჭვება დაეჯერებინა ასე მარტივად, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მივხვდი დიდად არ დაკომპლექსებულა , თანაც ჩემთან სექსის სურვილი სულაც არ გაჰქრობია).

ამის შემდეგ სულ ძუნძულით გამოვიქეცი იმ ბინიდან.

ჩემს სტაბილურ და ცოტა მოსაწყენ კაცს არც არაფერი გაუგია, ვერც ვერაფერი იეჭვა და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ისე, რომ დავფიქრდი მერე, მივხვდი – რომც გამეგრძელებინა, მაინც ყველაფერი ისევ ასე სტაბილურად და ცოტა მოსაწყენად იქნებოდა, ვერც მერე გაიგებდა რამეს და მეც კმაყოფილი ვიქნებოდი.

მიუხედავად ამისა, ძალიან დიდხანს არაფერი მქონია იმ ახალ კაცთან (თუმცა შემდეგ ძალიან ჩახლართული რომანისმაგვარი რამეც განგვივითარდა მცირე ხნით) ზუსტად იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნა არ მეგრძნო, არადა კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ როცა შენ იცი რომ „ცუდად“ იქცევი, ეგ ყველა სასჯელზე უარესია.


სკარლეტ იოჰანსონის ცხოვრების წესები

$
0
0
  • არ მიყვარს პასუხებზე ფიქრი, ამიტომ მომწონს, როდესაც მარტივ კითხვებს მაძლევენ.
  • თვრამეტი წლის ასაკში 25 წლის ქალს ვთამაშობდი. ასე გამოვიდა, რომ ნამდვილი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ გული არ მწყდება. როდესაც საშუალება მომეცემა, ავინაზღაურებ.
  • ჩემი თაობა – ნაგავი თაობაა. რაზე ვიზრდებოდით? საზიზღარი საღეჭი რეზინი, ტკბილხმიანი ბიჭების პოპ-ჯგუფები და რეპის და მეტალის საშინელი ჰიბრიდები.
  • ყოველთვის ვაღმერთებდი ფრენკ სინატრას. მისი ხმა – ოქროს ზოდია, ხავერდის ტორტია.

არაჩვეულებრივია, როდესაც უცებ ვიღაცას შეიყვარებ. მაშინვე გრძნობ, რომ კვლავაც ცოცხლობ.

  • არასოდეს მქონია სექსი ლიფტში ბენისიო დელ ტოროსთან. ეს ხუმრობა დაუფიქრებლად ვაჯახე რომელიღაც უტვინო ჟურნალისტს. სიტყვასიტყვით კი ეს ვთქვი: “ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ბენისიო დელ ტოროსთან სექსი მქონოდეს ლიფტში”. შემდეგ კი მათ მოაშორეს “ვგრძნობ” და “თითქოს”. ისეთი გრძნობა მაქვს, ცხოვრების ბოლომდე უნდა ვუპასუხო ერთსა და იმავე შეკითხვას, მქონდა თუ არა რაიმე ბენისიოსთან ლიფტში.
  • გათხოვების მთავარი ღირსება: შენს იგებ საკუთარ თავზე რაღაცას, რაც აქამდე არ იცოდი.
  • 21 წელი რომ შემისრულდა, ძმამ შემომთავაზა დაბადების დღის სტრიპ-კლუბში გადახდა. როცა ადგილზე მივედით, რა თქმა უნდა, ვიღაცამ ჩემთვის პერსონალური ცეკვა შეუკვეთა. ცუდი გამოცდილება იყო იმიტომ, რომ გოგონა, რომელიც ჩემთვის ცეკვავდა, იმდენად გამხდარი იყო, რომ მისი ძვლები შეხებისას მტკენდა.

იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ჩემგან კომპიუტერულ თამაშს შექმნიან. ეს კინოს სჯობს. კომპიუტერულ თამაშებში ცელულიტი არ ჩანს.

  • არ მიყვარს ჭამა მარტოობაში. ტელევიზორი მაინც უნდა იყოს ჩართული.
  • მახსოვს, ერთხელ ლოს-ანჟელესში მგზავრობისას, ირგვლივ ვიყურებოდი და უცებ უზარმაზარი სარეკლამო დაფა შემომეფეთა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. და რა გავაკეთე? დავამუხრუჭე! სხვა რა რეაქცია უნდა გქონდეს, როდესაც შენს ბრონტოზავრისხელა ძუძუებს ფირნიშზე დაინახავ.
  • ძალიან მიყვარს პური. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, საცხობში ვიმუშავებდი.
  • სილამაზის რეცეპტი დედისგან მომყვა: ბევრი წყალი დალიე, არასოდეს ადგე მაღვიძარასთან ერთად და არ მოწიო.
  • ჭუჭყიანი ქერა – ეს ჩემი ბუნებრივი ფერია. მამაჩემი კი, რომელიც დანიელია, ნამდვილი ქერა თმის მატარებელია. ერთხელ თმის ნაწილის მოჭრა ვთხოვე და ამ კულულით სალონში წავედი. ვთხოვე, იგივე ფერი დაესვათ ჩემს თმაზე.
  • ყოველთვის ვცდილობ, ხალხში შეუმჩნევლად გავერიო. ირგვლივ კი ყველა თითს იშვერს: შეხედეთ იმ გოგოს, პარიკში, ულვაშებით და შავი სათვალით.

არასოდეს ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად სექსუალური ვარ. მე უფრო ის მადარდებს, გიჟივით ხომ არ გამოვიყურები.

  • წითელ ხალიჩაზე გამოსვლა – ეს არის სველი ხელისგულები, გამომშრალი პირი, გახშირებული გულისცემა და არაკონტროლირებადი პანიკის მდგომარეობა.
  • შეუძლებელია პოპულარობისთვის მოემზადო. დღემდე არ ვიცი როგორ მოვიქცე, როდესაც პიცას ვყიდულობ, ამ დროს კი ხალხი ფოტოებს მიღებს.
  • ჩემი გაგებით, იყო ვარსკვლავი – ნიშნავს კარგ რესტორანში რიგის გარეშე დაგიჯავშნონ მაგიდა.
  • იცით რაშია განსხვავება ვარსკვლავურ ქორწინებასა და ჩვეულებრივი წყვილის ქორწილს შორის? ამ დროს ყველა ფიქრობს: კარგი იქნება, თუ ქორწილში ფოტოგრაფი და ბევრი ფოტოკამერიანი ხალხი იქნება. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, მსგავსი ხალხი გავაძევოთ ღონისძიებიდან.
  • მსურს მივენდო იმ ადამიანებს, რომლებთანაც ვურთიერთობ და სამუდამოდ გავწყვიტო ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებსაც არ ვენდობი.
  • იდეალურ სამყაროში გაცნობას შემდეგი სიტყვებით დავიწყებდი: „დავივიწყოთ ეს ზრდილობიანი საუბარი. შეიძლება პირდაპირ სულში ჩაგიძვრეთ?“
  • არც ტვიტერი მაქვს და არც ფეისბუქი. რაც უფრო ნაკლებად ვიტვირთები უაზრო ინფორმაციით, მით მეტად ბედნიერი ვხდები.
  • რა კარგია, რომ არც ოცი და არც ცხრამეტი წლის ვარ. იმიტომ რომ 20 და 19 წელი ეს საოცარი გაურკვევლობის დროა.
  • თუ შენს ცხოვრებაში სიმშვიდეა და არ იცი რა აკეთო – ელოდე. მაგრამ არ ელოდო დიდი ხანი. ხოლო თუ დიდ ხანს გიწევს ლოდინი, გააკეთე რამე.
  • ბედნიერებაა, როდესაც იცი საითკენ მიმართო შენი სიგიჟე.
  • ჯერაც ვერ მომიფიქრებია, რითი დავკავდე, როდესაც არაფერს ვაკეთებ.
  • ყველაზე მეტად მსურს ვითამაშო არამომხიბვლელი ქალი.
  • ადამიანები ყოველთვის ურევენ ერთმანეთში – გამოჩნდე ეკრანზე შიშველი და მონაწილეობა მიიღო პორნოში.
  • ყველა ამბობს, რომ მაყურებელი ყველაფერს წყვეტს. სიმანდვილეში, კი მაყურებელი არაფერს ყვეტს. მაყურებელი უბრალოდ იღებს იმას, რასაც სთავაზობენ.
  • კარგი სცენარი 75 გვერდს არ უნდა აჭარბებდეს.
  • იცით ვუდი ალენის უნიკალურობა რაში მდგომარეობს? არანაირი განსხვავება არაა ვუდი-რეჟისორსა და ვუდი-ადამიანს შორის.
  • მე მინდა ვიმუშავო, ვიმუშავო და ვიმუშავო. და კიდევ ვიყო იმ ადამიანებთან, ვისთანაც მსურს ვიყო. მეტს არაფერს ვნატრობ.
  • არავის მუზა არ მინდა ვიყო.
  • ყოველთვის მოველოდი საკუთარი თავისგან უფრო მეტს.

ქორწილის სექსუალური ღამე – #hotbride

$
0
0

გიახლოვდება ქორწინების ღამე და არ იცი რა ჩაიცვა, რით გააკვირვო შენი მეორე ნახევარი?

თუ გსურს გამოიყურებოდე ქალურად და იყო სექსუალური, ეს კოლაჟი შენთვისაა. ჩართე ფანტაზია და იყავი შენს არჩევანში მაქსიმალურად განსხვავებული.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


Viewing all 70 articles
Browse latest View live